სტეფანე მელიქიშვილი
სტეფანე მელიქიშვილი (დ. უცნობი, თბილისი — გ. 1887, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, გაზეთ „დროების“ პირველი გამომცემელი, სტამბის დამაარსებელი საქართველოში.[1] 1879-1887 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.[2]
სტეფანე მელიქიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
უცნობია თბილისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი |
1887 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ორგანიზაცია | ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი |
მშობლები | მამა: გრიგორ მელიქიშვილი |
ნათესავები |
პეტრე მელიქიშვილი (ძმა) ეკატერინე (კეკე) მელიქიშვილი (და) |
ბიოგრაფია
რედაქტირებასტეფანე დაიბადა თბილისში გრიგორ მელიქიშვილის ქართველი კათოლიკის ოჯახში. სტეფანე მელიქიშვილის მშობლები გასული საუკუნის ორმოციან წლებში ახალციხიდან (მესხეთი) თბილისში გადმოსახლებულან. მისი უფროსი ძმა იყო პეტრე მელიქიშვილი.
მთელი ოჯახი იმ ქართველ პატრიოტთა პატარა ჯგუფს ეკუთვნოდნენ, რომელთაც დააარსეს პირველი კერძო სტამბა ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოსაცემად. ეს მაშინ დიდი პატრიოტული საქმე იყო. ამ ჯგუფს ეკუთვნოდნენ, გარდა მამა-შვილები მელიქიშვილებისა, ისტორიკოს-არქეოლოგი დიმიტრი ბაქრაძე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ღოღობერიძე და ვახტანგ თულაშვილი. სტეფანე ვენაში იყო გაგზავნილი სტამბის მაშინების და მოწყობილების შესაძენად და ქართული ასოების ჩამოსასხმელად. საქართველოს ჟურნალ-გაზეთობა სულ ამ შრიფტით იბეჭდებოდა, რომელსაც ვენის შრიფტი დაერქვა. ეს შრიფტი განირჩევა აკადემიური შრიფტისაგან. სტამბა გაიხსნა 1864 წელს. 1866 წლიდან იყო გაზეთი „დროების“ გამომცემელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სტეფანე მელიქიშვილი. iverieli. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2018.
- ↑ სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი. პარლამენტის ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2018.