ვახტანგ თულაშვილი

ვახტან თულაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1834, ზირბითი, — გ. 9 დეკემბერი, 1910) — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვახტანგ თულაშვილი დაიბადა 1834 წლის 6 ნოებმერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზირბითში, ღარიბ ოჯახში. დაამთავრა კავკასიის სამიჯნო სკოლა. ეს სკოლა ამზადებდა გამმიჯვნელ-მიწისმზომელებსა და ტოპოგრაფებს. ნიჭიერი ახალგაზრდა მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1859 წლიდან სხვებთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ მუშაობდა სამიჯნო სკოლასთან დაარსებულ ე.წ. საკვირაო სკოლაში მასწავლებლად. ამავე დროს საზოგადოებრივ-სალიტერატურო ასპარეზზეც მოღვაწეობდა, თანამშრომლობდა „საქართველოს მოამბეში“ (1863), დროგამოშვებით აქვეყნებდა წერილებს თბილისის ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში. 1862 წელს მიხეილ ყიფიანთან ერთად შეადგინა და გამოსცა ქართულ ენაზე არითმეტიკის სახელმძღვანელო ფოგელის რუსული სახელმძღვანელოს მიხედვით.

ვახტანგ თულაშვილი გარდაიცვალა 1910 წლის 9 დეკემბერს, 76 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება