სტეფანე აღაჯანიანი
სტეფანე მელიქსეთის ძე აღაჯანიანი (დ. 28 დეკემბერი [ძვ. სტ. 16 დეკემბერი], 1863, შუშა — გ. 13 დეკემბერი, 1940, ერევანი) — სომეხი ფერმწერი, პორტრეტისტი. სომხეთის სსრ სახალხო მხატვარი (1938).
სწავლობდა ქ. მარსელის სამხატვრო სტუდიაში (1886–1890) და ჟიულიანის აკადემიაში, პარიზში (1897–1900). 1903 წლიდან მუშაობდა დონის როსტოვში, 1922 წლიდან ერევანში. აღაჯანიანის რეალისტური პორტრეტისათვის დამახასიათებელია მკაცრი კოლორიტი და ღრმა ფსიქოლოგიზმი. მისი ნამუშევრებია: დედისა და მამის პორტრეტები (1900), „ძია სედრაქი“ (1926), „უპატრონო“ (1928), ავტოპორტრეტები (1925, 1926, ყველა სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 47.