სტეატორეა
სტეატორეა — ჭარბი ცხიმის გამოყოფა დეფეკაციით. განავალი ხასიათდება ძლიერ არასასიამოვნო სუნით და სითხის ზედაპირზე ტივტივით, რაც შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს ექსკრემენტულ მასაში ჭარბი გაზების არსებობით.[1] პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ცხიმოვანი გამონადენი ყითადან (ანუსი) ან თვითნებური დეფეკაცია. ცხიმების გაზრდილი ექსკრეციის დაფიქსირება შესაძლებელია განავალში მისი დონის განსაზღვრით. ჯერჯერობით არ არის მიღებული სტანდარტული მაჩვენებელი იმისა თუ რა რაოდენობით გამოყოფილი ცხიმის შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს მდგომარეობა სტეატორეად.
სტეატორეა | |
---|---|
დარგი | gastroenterology |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | K90. |
ICD-9 | 579.8 |
MeSH | D045602 |
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირებაგამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ნაღვლის მჟავების ნაკლებობა (ღვიძლის დაზიანების, ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების, ან ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის (ქოლეცისტექტომია) შედეგად, პანკრეასული ფერმენტების დეფიციტი, ლორწოვანის დეფექტური უჯრედები, ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც ბლოკავს ცხიმების აბსორბციას, ან უბრალოდ მოუნელებადი და ჭარბი ცხიმების არსებობა საკვებში. ნაღვლის მავას არარსებობის გამო განავალს ღია ფერი აქვს (მონაცრისფრო). სომატოსტატინის ანალოგი პრეპარატების: ოქტრეოტიდის ან ლანრეოტიდის (რომელიბიც გამოიყენება აკრომეგალიის სამკურნალოდ), მიღება იწვევს სტეატორეას, როგორც გვერდით ეფექტს.
დაკავშირებული დაავადებები
რედაქტირება- მალაბსორბცია, მაგალითად ნაწლავის ანთებითი დაავადებისას, ცელიაკია და აბეტალიპოპროტეინემია[2][3]
- პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა
- პანკრეატიტი
- ხოლედოხოლითიაზი (ნაღვლის სადინარის დახშობა კენჭებით)
- პანკრეასის სიმსივნე (თუ ის აფერხებს ნაღვლის გამოყოფას)
- პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი
- მოკლე ნაწლავის სინდრომი
- კისტური ფიბროზი
- ცელიაკია
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი
- ლამბლიოზი (გამომწვევი პარაზიტი Giardia Lamblia)
- გრეივსის დაავადება / ჰიპერთიროიდიზმი
- გასახდომი აბების (მაგ.ორლისტატი არასწორი გამოყენება)
პაცენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ სტეატორეა შეიძლება ასევე ჰქონდეთ ძვლის შემცირებული სიმკვრივე, მხედველობის დაქვეითება დაბალი განათებისას, და შენელებული სისხლის შედედების დრო.ეს სიმპტომები დაკავშირებულია ცხიმში ხსნადი ვიტამინების დაკარგვასთან.
მედიკამენტები
რედაქტირებაორლისტატი (სავაჭრო დასახელება ქსენიკალი) არის გასახდომი პრეპარატი, რომელიც ბლოკავს ცხიმების მომნელებელი ფერმენტების აქტივობას, შედეგად ცხიმების ნაწილი არ აბსორბირდება ნაწლავებიდან და შესაბამისად არ განიცდის მეტაბოლურ გარდაქმნებს და გამოიყოფა დეფეკაციისას განავალთან ერთად.[4][5][6] ეზეტიმიბის/სიმვასტატინის მიღება შეიძლება გახდეს სტეატორეის მიზეზი ზოგიერთ ინდივიდში.[4][6]
ბუნებრივი ცხიმები
რედაქტირებადამტკიცებულია, რომ ჟოჟობას ზეთის მოხმარება იწვევს სტეატორეას, რადგან ის ვერ მოინელება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.[7]
ესკოლარისა და ruvettus pretiosus-ის სახეობის თევზების მოხმარება ხშირად იწვევს სტეატორეას,მდგომარეობას ასევე ცნობილია,როგორც გემპილოტოქსიზმი (კერიორეა).[8] თევზის ეს სახეობები ხშირად გამოიყენება დელიკატური არომატისა და ხელმისაწვდომობის გამო.
ხელოვნური ცხიმები
რედაქტირებაცხიმის შემცვლელის ოლესტრას, (გამოიყენება მონელებადი ცხიმის შესაცვლელად ზოგიერთ საკვებში) მოხმარება უკავშირდება სტეატორეის განვითრებას ინდივიდებში. ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ოლესტრას გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის გათხიერება. [5][9]
მკურნალობა
რედაქტირებამკურნალობა ძირითადად ეფუძნება გამომწვევი მიზეზის (რომელიც ძალიან მრავალფეროვანია) კორეგირებას და მომნელებელი ფერმენტების ხელოვნურად მიწოდებას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Adam S Cheifetz, Alphonso Brown, Michael Curry, Alan C Moss (10 Mar 2011). ოქსფორდის ამერიკული გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის სახელმძღვანელო. ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, გვ. 234. ISBN 9780199830121.
- ↑ Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
- ↑ Hasosah, Mohammed Y.; Shesha, Shada J.; Sukkar, Ghassan A.; Bassuni, Wafaa Y. (2010). „Rickets and dysmorphic findings in a child with abetalipoproteinemia“. Saudi Medical Journal. 31 (10): 1169–71. PMID 20953537. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-06-30.
- ↑ 4.0 4.1 Squires, Sally (2006-01-24). „Weighing a Pill For Weight Loss“. Washington Post. ციტირების თარიღი: 2007-07-06. ციტატა: „While the Food and Drug Administration (FDA) still must approve the switch, the agency often follows the advice of its experts. If it does, Orlistat (xenical) -- currently sold only by prescription -- could be available over-the-counter (OTC) later this year. But it's important to know that the weight loss that's typical for users of the drug -- 5 to 10 percent of total weight -- will be less than many dieters expect. And many consumers may be put off by the drug's significant gastrointestinal side effects, including flatulence, diarrhea and anal leakage.“
- ↑ 5.0 5.1 „Frito-Lay Study: Olestra Causes "Anal Oil Leakage"“. Center for Science in the Public Interest. February 13, 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-18. ციტირების თარიღი: 2007-07-07. ციტატა: „The Frito-Lay report states: "The anal oil leakage symptoms were observed in this study (3 to 9% incidence range above background), as well as other changes in elimination. ... Underwear spotting was statistically significant in one of two low level consumer groups at a 5% incidence above background." Despite those problems, the authors of the report concluded that olestra-containing snacks "should have a high potential for acceptance in the marketplace."“
- ↑ 6.0 6.1 „The Word Is 'Leakage'. Accidents may happen with a new OTC diet drug“. Newsweek. June 25, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-18. ციტირების თარიღი: 2007-06-21. ციტატა: „GlaxoSmithKline has a tip for people who decide to try Alli, the over-the-counter weight-loss drug it is launching with a multimillion-dollar advertising blitz—keep an extra pair of pants handy. That's because Alli, a lower-dose version of the prescription drug Xenical, could (cue the late-night talk-show hosts) make you soil your pants. But while Alli's most troublesome side effect, anal leakage, is sure to be good for a few laughs, millions of people who are desperate to take off weight may still decide the threat of an accident is worth it.“
- ↑ Place, A. R. (1992). „ცხიმების აბსორბციისა და მონელების შედარებითი ასპექტები:ცვილის ესთერის მონელების ფიზიოლოგიური კორელაცია“. The ფიზიოლოგიის ამერიკული ჟურნალი. 263 (3 Pt 2): R464–71. PMID 1415629.
- ↑ Bad Bug Book - ინფექციურ-ტოქსიკური მიკროორგანზმებისა და ნატურალური ტოქსინების სახელმძღვანელო: გამპილოტოქსინი, FDA
- ↑ „Reported medical side-effects of Olestra according to Procter and Gamble studies“. Center for Science in the Public Interest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-02. ციტირების თარიღი: 2007-06-21. ციტატა: „Olestra sometimes causes underwear staining associated with "anal leakage." Olestra sometimes causes underwear staining. That phenomenon may be caused most commonly by greasy, hard-to-wipe-off fecal matter, but occasionally also from anal leakage (leakage of liquid olestra through the anal sphincter).“