აკრომეგალია (ბერძ. ἄκρος — „კიდური“ და μέγας — „დიდი“) — ჰიპოფიზის წინა წილის ეოზინოფილური უჯრედების ჰიპერფუნქცია, ყველაზე ხშირად ეოზინოფილური ადენომა. დაავადება ხასიათდება კიდურთა ბოლოების ჰიპერტროფიით, ძვლების, თავის რბილი ნაწილებით (ცხვირის, ყურების, ნიკაპის), ტანისა და შინაგანი ორგანოების ჰიპერპლაზიური ცვლილებებით (სპლანქნომეგალია). დაავადებების განვითარებაში მნიშვნელობა აქვს ტვინის ფუძეზე არსებულ სიფილისურ პროცესებს ამ უკანასკნელში ტვინის დანამატის ჩაბმით, ინფექციურ სნეულებებს, თავის ქალას ტრამვულ დაზიანებებს. აკრომეგალია უფრო ხშირად აღინიშნება 20-40 წლის ასაკში, მაგრამ შეიძლება უფრო ხანშესულ ასაკში და ბავშვთა შორისაც აღინიშნოს.

აკრომეგალიით დაავადებული ადამიანი
აკრომეგალიით დაავადებული ადამიანის ხელი

სიმპტომები

რედაქტირება

აკრომეგალია ხშირად იწყება ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების თანდათანობითი გადიდებით, სახის ცვლილეებით, რაც ცხვირისა და ქვემო ყბის გადიდებით გამოვლინდება. ამ დაავადების ადრეულ ნიშნებს წარმოადგენს: საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, პირღებინება, ფსიქიკის ცვლილებები, აპათია, სქესობრივი მოშლილობა, იმპოტენცია მამაკაცებში და მენსტრუაციის შეწყვეტა ქალებში. ხშირად აღინიშნება უძილობა, თავბრუ, ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში, კიდურთა პარესთეზიები, ნევრალგია, რევმატოიდული ტკივილი ძვლებსა და სახსრებში. სახის ცვლილებებიდან აღსანიშნავია: ცხვირის სიმკვრივე, წამოწეული ყვრიმალები, კბილების დაუმთხვევლობა (აგნატია. ქვემო და ზემო ყბის გადიდების გამო).

კანის, პირისა და ტუჩების ლორწოვანი გარსი მკვრივდება, ენა და ნუშისებრი ჯირკვლები მნიშვნელოვან ჰიპერტროფიას განიცდის (წილაკთაშორისი შემაერთებელი ქსოვილის დაგრძელების გამო), დიდდება ყურები და ხორხი ამიტომ ხმა დაბალი და უხეში ხდება. იმატებს : თმისა და ფრჩხილების ზრდა. მყესთა რეფლექსები და კუნთოვანი ძალა ხშირად დაქვეითებული, აღინიშნება მუსკულატურის სწრაფი დაღლილობა. კუნთოვანი ელექტროაგზნებადობის დაქვეითება და სხეულის დაბალი ტემპერატურა.სახსართა ძვრადობა მეტად გაძლიერებულია.კიდურთა ჰიპერტროფია წარმოებს,როგორც ძვლების გადიდების ხარჯზე,ისე რბილი ქსოვილების გამკვრივების შედეგადაც, ამასთან, კიდურები იზრდება როგორც სიგანეში, ისე სიგრძეში. კისერ-ზურგის მალების წვეტიანი მორჩების გამკვრივების შედეგად, ხშირად ვითარდება კისერ-ზურგის კიფოზი კუზის სახით და კომპენსტაზორული ლორდოზი წელის წინ გაწევით (ბევრ შემთხვევაში მკერდის ძვალი მკვეთრად არის წინ გამოწეული), რის შედეგადაც ორმაგი კუზი ვითარდება. ის რენტგენოლოგიური გამოკვლევა აღმოაჩენს შუბლისა და ცხაური სინუსების გადიდებას, ჰაიმორის ღრუთა გადიდებას,თურქული კეხის გაგანიერებას,ცვილებებს და თვითდაშლასაც კი,თავის ქალას კედელთა სისქის ცვლილებებს(გასქელებას ან გათხელებას). ხშირად აღინიშნება სპლანქომეგალია ღვიძლის, ელენთის, გულის, კუჭის, ნაწლავთა გადიდების სახით.

შემთხვევათა ნახევარში აღინიშნება მხედველობის მოშლილობა ქალასშიდა წნევის მომატების და მის მიერ გამოწვეული შეშუპებული დვრილის განვითარების გამო,რაც უფრო ხშირად შედეგია ჰიპოფიზის სიმსივნის ზეწოლისა მხედველობის ნერვთა ჯვარედინზე.ამის შედეგად ვითარდება ბიტემპორალური ჰემიანოფსია.სისხლის მხრივ ხშირია ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცირება, ლიმფოციტოზი და ეოზინოფილების მომატება. ორგანიზმში ძლიერდება აზოტის (N),ქლორის (Cl),კალციუმის (Ca),გოგირდისა (S) და ნატრიუმის (Na) მარილების შემცირება. ნახშირწყლების შეთვისება დაქვეითებულია და აღინიშნება გლუკოზურია და ჰიპერგლიკემია; ეს უკანასკნელები ხშირად გადადის შაქრიან დიაბეტში.

ადრეულ სტატიებში მკურნალობა შესაძლებელია პრეპარატებით, მაგრამ თუ თერაპია შედეგს არ იძლევა, მაშინ უნდა მივმართოთ ოპერაციულ ჩარევას (ჰიპოფიზის სიმსივნის ამოკვეთა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სამედიცინო ენციკლოპედია, თერაპიული ცნობარი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება