სტაროსუბხანგულოვო (ბაშკ. Иҫке Собханғол) — სოფელი ბაშკირეთში, ბურზიანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. სტაროსუბხანგულოვოს სოფსაბჭოს ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბელაიზე, ქალაქ უფიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 330 კილომეტრში და რკინიგზის სადგურ ბელორეცკიდან სამხრეთ-დასავლერთით 150 კილომეტრში.[1]

სოფელი
სტაროსუბხანგულოვო
ბაშკ. Иҫке Собханғол

მდინარე ალაკუიანი სტაროსუბხანგულოვოში
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი ბაშკირეთი
მუნიციპალიტეტი ბურზიანი
კოორდინატები 53°06′00″ ჩ. გ. 57°26′00″ ა. გ. / 53.10000° ჩ. გ. 57.43333° ა. გ. / 53.10000; 57.43333
ოფიციალური ენა ბაშკირული და რუსული ენა
მოსახლეობა 4609 კაცი (2010)
ეროვნული შემადგენლობა ბაშკირები
სასაათო სარტყელი UTC+05:00
სატელეფონო კოდი 34755
საფოსტო ინდექსი 453580
სტაროსუბხანგულოვო — რუსეთი
სტაროსუბხანგულოვო
სტაროსუბხანგულოვო — ბაშკირეთი
სტაროსუბხანგულოვო

1795 წელს 14 ეზოში ცხოვრობდა 92 ადამიანი, 1866 წელს 30 ეზოში — 189 ადამიანი. განვითარებული იყო მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. 2002 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის 92,3 %-ს ბაშკირები შეადგენდნენ. 2010 წლის აღწერის მიხედვით, სტაროსუბხანგულოვოში ცხოვრობდა 4609 ადამიანი.[2]

დააარსეს ბაშკირებმა. სტაროსუბხანგულოვოში არის ადგილობრივი მნიშვნელობის კვების მრეწველობის რამდენიმე საწარმო, ხის დასამუშავებელი კომპლექსი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მეჩეთი, ბაშკირეთის ნაკრძალის კარ-მიდამო. სტაროსუბხანგულოვოში დაიბადა ბაშკირეთის სახალხო არტისტი ალფია იულჩურინა.[3]