სტარი-გრადის ვაკე
სტარი-გრადის ვაკე (ხორვატ. Starogradsko polje) — ადრიატიკის ზღვაში მდებარე ხორვატიის კუნძულ ჰვარის სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტი, რომელიც ძველი ბერძენი კოლონისტების მიერ ათვისებულ იქნა ძვ. წ. IV საუკუნეში. ამავე მიზნებით (მიწათმოქმედება) ის დღემდე გამოიყენება. ვაკე ძირითადად მის თავდაპირველ ფორმას ინარჩუნებს. უძველესი არეალი დაცული იყო ქვის კედლებით და არსებობდა წყალშემკრები სისტემა.[1][2] მინდვრებზე იგივე მოსავალი იზრდება, რაც ძველად, ძირითადად ვაზი და ზეთისხილი. არეალი ამავე დროს გამოცხადებულია ბუნებრივ ნაკრძალად. იგი წარმოადგენს ძველბერძნული სამიწათმოქმედო სისტემის მეტად ღირებულ ნიმუშს.[3]
სტარი-გრადის ვაკე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ხორვატია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 43°10′54″ ჩ. გ. 16°38′19″ ა. გ. / 43.18167° ჩ. გ. 16.63861° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2008 (32-ე სესია) |
ნომერი | 1240 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1240 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ვაკე წარმოსახავს ძველი ბერძნების საზრიან სასოფლო-სამეურნეო სისტემას. მიწა დაყოფილი იყო გეომეტრიულ ფიგურებად და შემოსაზღვრული იყო ქვის კედლით. სისტემა მოიცავდა წვიმის წყლის დაგროვების სისტემას, რომელიც იყენებდა ღარებსა და შემნახველ ცისტერნებს. სამიწათმოქმედო საქმიანობა ამ ტერიტორიაზე, 24 საუკუნის განმავლობაში უწყვეტად, დღემდე გრძელდება.
2008 წელს, სტარი-გრადის ვაკე იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.[4][5][6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Stone Shelters on Hvar by Borut Juvanec
- ↑ The Trims of Hvar, by Berislav Horvatić. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-24. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ Official UNESCO Report
- ↑ Starigrad na UNESCO-ovoj listi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-02. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ UNESCO includes eight new monuments into the world heritage list
- ↑ UNESCO - Stari Grad Plain