სტარაია-რუსა
სტარაია-რუსა (რუს. Старая Русса) — ქალაქი ნოვგოროდის ოლქში, რუსეთის ფედერაცია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სტარაია-რუსა Старая Русса | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ოლქი | ნოვგოროდის ოლქი | ||||
კოორდინატები | 57°59′00″ ჩ. გ. 31°21′00″ ა. გ. / 57.98333° ჩ. გ. 31.35000° ა. გ. | ||||
ქალაქის თავი | ნინა ბოიაკოვა | ||||
პირველი ხსენება | 1167 | ||||
ადრეული სახელები | რუსა | ||||
ფართობი | 18,54 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 25 მ | ||||
მოსახლეობა | 27 739 კაცი (2020) | ||||
სიმჭიდროვე | 496,17 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81652 | ||||
საფოსტო ინდექსი | 175200…175207 | ||||
ოფიციალური საიტი | admrussa.ru | ||||
სტარაია-რუსა არის საოლქო დაქვემდებარების ქალაქი[1] და სტარაია-რუსის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
1552 წლამდე ეწოდებოდა რუსა[2]. 2015 წლის 6 აპრილს მიენიჭა „საბრძოლო დიდების ქალაქის“ სტატუსი.
ქალაქი არის სტარაია-რუსის რაიონის უდიდესი დასახლებული პუნქტი და მოსახლეობის მიხედვით მესამე ქალაქი ნოვგოროდის ოლქში. მოსახლეობა — 27 739 ადამიანი (2020).
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს მდინარეების პორუსიისა და პოლისტის (ილმენის ტბის აუზი) შეერთების ადგილზე. დიდი ნოვგოროდიდან დაშორებულია 99 კმ-ით.
ისტორია
რედაქტირებაამ დრომდე ღიად რჩება საკითხი ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღის შესახებ[4][5].
წყაროებში პირველად მოიხსენიება 1167 წელს[6]. ქალაქი ასევე მოიხსენიება 1975 წელს ნოვგოროდში აღმოჩენილ XI საუკუნის შუა წლების არყის ქერქის წიგნში[7]. შედარებით ახალგაზრდა არყის ქერქის წიგნი აღმოჩენილია თავად სტარაია-რუსაში და იგი მიეკუთვნება XI საუკუნის ბოლო მეოთხედს[8].
დღეისათვის ცნობილი არქეოლოგიური წყაროები საშუალებას გვაძლევს ქალაქის დაარსება დათარიღდეს X-XI საუკუნეების მიჯნით. XI საუკუნის არტეფაქტები ასევე აღმოჩენილია ტაძრის მოედანზე[9].
XII საუკუნიდან წყაროებში უკვე რეგულარულად მოიხსენიება ქალაქი. 1192 წელს ქალაქის მაშინდელმა მთავარეპისკოპოსმა მარტირიმ დააარსა სტარაია-რუსის ფერისცვალების მონასტერი. 1194 წელს ქალაქში დიდი ხანძარი გაჩნდა. 1198 წელს ააგეს პირველი ქვის ეკლესია.
1199-1201 წლებში რუსაში ააშენეს ქალაქის ციხესიმაგრე. 1234 წელს ქალაქში შეიჭრა ლიტველთა რაზმი, მაგრამ ქალაქის მოსახლეობამ მოიგერია მათი შეტევა.
1456 წელს, მოსკოვ-ნოვგოროდის ომის დროს, მოსკოვის ჯარებმა აიღეს ქალაქი და დაამარცხეს ნოვგოროდის არმია, რომელიც ცდილობდა რუსის განთავისუფლებას (რუსის ბრძოლა), რის შემდეგაც ნოვგოროდი დათმობებზე წავიდა და დადო იაჟელბიცკის ზავი. 1471 წლის მარტში ქალაქი გაძარცვა ლუცკის მთავარმა მიხეილ ოლელკოვიჩმა. ამავე წელს რუსა დაიპყრეს და გადაწვეს მოსკოვის ძალებმა.
1478 წელს ქალაქი რუსა ნოვგოროდის მთელ მიწასთან ერთად შევიდა მოსკოვის სამთავროს შემადგენლობაში. 1611 წელს ქალაქი და მისი მთელი მიმდებარე ტერიტორია დაიპყრეს შვედებმა.
სტარაია-რუსაში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა 1917 წლის 3-5 ნოემბერს. სამოქალაქო ომის პერიოდში 1919 წლის 24 თებერვლიდან ივლისამდე ქალაქში ბაზირებული იყო წითელი არმია.
1927 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ლენინგრადის ოლქის ნოვგოროდის ოკრუგში და გახდა ახლადჩამოყალიბებული სტარაია-რუსის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1939 წლიდან რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით გახდა საოლქო დაქვემდებარების ქალაქი.
მეორე მსოფლიო ომის დროს 1941 წლის 9 აგვისტოდან 1944 წლის 18 თებერვლამდე ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ.
არქიტექტურა
რედაქტირებასაეკლესიო არქიტექტურა
რედაქტირებარევოლუციამდე სტარაია-რუსაში მოქმედებდა 21 მართლმადიდებლური ტაძარი, 2 სინაგოგა, ერთი ლუთერანული ეკელსია და ერთი კათოლიკური ეკლესია.
- სტარაია-რუსის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი (1889 წ.)
- სტარაია-რუსის ფერისცვალების მონასტერი
- სტარაია-რუსის სამების ეკლესია
- სტარაია-რუსის წმინდა მინას ეკლესია
- სტარაია-რუსის წმინდა სულის ეკლესია
სამოქალაქო არქიტექტურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Постановление от 8 апреля 2008 г. № 121 «О Реестре административно-территориального устройства области». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-08. ციტირების თარიღი: 2020-11-01.
- ↑ Наша новгородская земля / Орлов С. Н., Дейч Г. М., Андреева В. А. и др. — Л.: Лениздат, 1981. — 112 с.
- ↑ Нина Петровна Боякова вступила в должность Главы города Старая Русса. Администрация Старорусского муниципального района (2018-10-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-10. ციტირების თარიღი: 2018-10-09.
- ↑ Приложение к Акту научно-исследовательской экспертизы Института российской истории РАН «О времени основания города Старой Руссы Новгородской области» от 11.01.2007
- ↑ Торопова Е. В., Самойлов К. Г., Торопов С. Е. , Археологические исследования в Старой Руссе, Вестник РГНФ, 2011, № 1, გვ. 155—166, დაარქივებულია ორიგინალიდან (24 სექტემბერი, 2015)
- ↑ Новгородская первая летопись старшего и младшего изводов. — М.-Л., 1950. — С. 26—36.
- ↑ Древнерусские берестяные грамоты. Грамота № 526
- ↑ Грамота Ст. Р. 13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-04-25.
- ↑ Павел Колосницын. На Соборной площади в Старой Руссе обнаружен артефакт XI века