სტანისლავ როსტოცკი

სტანისლავ იოსების ძე როსტოცკი (რუს. Станислав Иосифович Ростоцкий; დ. 21 აპრილი 1922, რიბინსკი — გ. 10 აგვისტო 2001, ვიბორგი) — რუსი კინორეჟისორი. სსრკ სახალხო არტისტი (1974). სკკპ წევრი 1951 წლიდან.

სტანისლავ როსტოცკი
დაბადების სახელი სტანისლავ როსტოცკი
დაბადების თარიღი 21 აპრილი 1922
რიბინსკი
გარდაცვალების თარიღი 10 აგვისტო 2001
ვიბორგი
საქმიანობა რეჟისორი
აქტიური 1953–1989
მეუღლე(ები) ნინა მენშიკოვა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სტანისლავ როსტოცკი დაიბადა ქალაქ რიბინსკში, მამა — ექიმ იოსებ როსტოცკისა (1890—1965) და დედა —დიასახლისის ლიდია კარლის ასულის (1882—1964) ოჯახში. 1940 წელს სამხედროში გაწვევის შემდეგ როსტოცკი ხერხემლის დაავადების გამო ითვლებოდა არასამხედროდ. ამის და მიუხედავად 1942 წლის თებერვალში სტანისლავ როსტოცკი ჯარში გაიწვიეს. 1943 წლის სექტემბრის თვეში კი იგი ფრონტზე „გაიქცა“. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 1944 წელს მძიმედ დაიჭრა. რის შედეგადაც 1944 წლის აგვისტოში იგი რიგითი გვარდიელისგან იქცა ომის მეორე ჯგუფის ინვალიდად.

1952 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი ეიზენშტეინისა და გრიგორ კოზინცევის სახელოსნო). დადგა ფილმები: „მიწა და ხალხი“ (1956), „ეს მოხდა პენკოვოში“ (1958), „მაისის ვარსკვლავები“ (ჩეხ კინემატოგრაფისტებთან ერთად, 1959), „ჩვენი დორის გმირი“ (1967). როსტოცკის საუკეთესო ფილმებია „ორშაბათიც გათენდება“ (1968; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1970; ოქროს პრიზი მოსკოვის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1969), „განთიადი კი აქ მშვიდია“ (1972, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1975, ლენინური პრემია 1980).

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება