ლორენს დადლი სტამპი

ბრიტანელი გეოგრაფი და გეოლოგი
(გადამისამართდა გვერდიდან სტამპი, ლორენს დადლი)

ლორენს დადლი სტამპი (ინგლ. Laurence Dudley Stamp; დ. 9 მარტი 1898 — გ. 8 აგვისტო 1966) — ბრიტანელი გეოგრაფი და გეოლოგი. ლონდონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაკავდა გეოლოგიური კვლევა-ძიებით ინდოეთსა და ბირმაში; 1923 წლიდან ასწავლიდა რანგუნის უნივერსიტეტში. 1926 წლიდან მუშაობდა ლონდონის სკოლაში (1945 წლამდე ლექტორი, შემდეგ ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის პროფესორი). 1930-იან წლებში ხელმძღვანელობდა დიდი ბრიტანეთის მიწის ფონდის შესწავლას (ავტორი შეჯამებული ტომისა „ბრიტანეთის მიწა. მისი გამოყენება და ბოროტად გამოყენება“, მე-2 გამოცემა, 1950) და გახდა ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმართულების ფუძემდებელი მიწის გამოყენების შესწავლის საქმეში. სტამპი იყო სამეფო გეოგრაფიული საზოგადოებისა და გეოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი. 1949 წელს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის კომისიას მსოფლიო მიწების აღრიცხვისა და გამოყენების მიმართულებით. 1952-1956 წლებში იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი. ავტორი და რედაქტორია მრავალი ნაშრომისა.

ლორენს დადლი სტამპი
დაბ. თარიღი 9 მარტი, 1898(1898-03-09)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი კეტფორდი
გარდ. თარიღი 8 აგვისტო, 1966(1966-08-08)[1] [2] [3] [4] (68 წლის)
გარდ. ადგილი მეხიკო
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[5]
 დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა გეოგრაფი
მუშაობის ადგილი ლონდონის ეკონომიკის სკოლა
ალმა-მატერი ლონდონის სამეფო კოლეჯი და ლონდონის უნივერსიტეტი
მეუღლე Else Clara Rea
მამა Charles Stamp[2]
დედა Clara Jane Evans[2]
შვილ(ებ)ი Bryan Unett Dudley Stamp[2]
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი, ჩარლზ დეილის სახელობის მედალი, ვეგას მედალი, შოტლანდიური გეოგრაფიული მედალი, დამფუძნებლის მედალი[6] , სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი და Tokyo Geographical Society Medal