სტადიო ოლიმპიკო გრანდე ტორინო
სტადიო ოლიმპიკო გრანდე ტორინო — საფეხბურთო სტადიონი იტალიის ქალაქ ტურინში.
სტადიონი ოლიმპიკო აშენდა 1933 წელს, 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის და ტევადობა 65 000 ადგილს შეადგენდა. მისი სახელწოდება იყო „Stadio Mussolini“ ბენიტო მუსოლინის პატივსაცემად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მას სახელი გადაერქვა და ეწოდა „კომუნალე“. დიდი ხნის განმავლობაში მასზე ტორინო და იუვენტუსი მართავდნენ საშინაო მატჩებს, ვიდრე 1990 წელს არ აიგო სტადიონი „დელე ალპი“.
ამჟამად სტადიონის ტევადობა არის 27 128 და ის გადაუხურავია. აქ გაიმართა 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიალი. ოლიმპიური თამაშების შემდეგ სტადიონს სახელი შეეცვალა და დაერქვა „Stadio Grande Torino“ („დიდი ტორინოს სტადიონი“), 1949 წელს, სუპერგის ავიაკატასტროფაში ტორინოს ლეგენდარული გუნდის დაღუპულ ფეხბურთელთა პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-03-04 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)