სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის (ორდენი)

სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამშობლოს სამსახურისათვის — სამხედრო ორდენი, რომელიც დაწესდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1974 წლის 28 ოქტომბრის ბრძანებულებით. აჯილდოვებდნენ საბჭოთა არმიის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, სასაზღვრო და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო და პოლიტიკურ მომზადებაში მიღწეული წარმატებებისათვის, ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის ათვისებისათვის, აგრეთვე სამშობლოს წინაშე სხვა დამსახურებისათვის. ორდენი 3 ხარისხის იყო. ორდენის ნიშანი ამოზნექილი 8-ქიმიანი ვარსკვლავია, დამზადებულია ვერცხლისაგან. I და II ხარისხის ორდენები ნაწილობრივ მოოქროვილია. ატარებდნენ მკერდის მარჯვენა მხარეს, წითელი ვარსკვლავის ორდენის შემდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება