ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სპორტი სომხეთში— მრავალფეროვანია. პოპულარულ სპროსტის სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და ჰოკეი.[1] გარდა ჩამოთვლილი სახეობებისა, ქვეყანას ოლიმპიადაზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს: კრივში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ძიუდოში, ტანვარჯიშში, დაივინგში, ცურვასა და სროლაში.[1] სომხეთის მთიანი რელიეფი დიდ შესაძლებლობებს ქმნისისეთ სპორტის სახეობებში, როგორებიცაა თხილამურებით სრიალი და კლდეზე ცოცვა. ქვეყნის საზღვრებთან ზღვის არარსებობის გამო წყლის სპორტის ვარჯიშები მხოლოდ ტბებზე გვხვდება (განსაკუთრებით სევანის ტბაზე). ტურნირების მხრივ, სომხეთს წარმატება მიღწეული აქვს ჭადრაკში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში (იგულისხმება საერთაშორისო დონე). სომხეთი ასევე არის ისეთი საერთაშორისო სპორტული საზოგადოებების აქტიური წევრი, როგორებიცაა: ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი (UEFA), ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია (FIB) და საერთაშორისო ყინულის ჰოკეის ფედერაცია (IIHF).

პოპულარული სპორტის სახეობები

რედაქტირება

ფეხბურთი

რედაქტირება

სომხეთს ფეხბურთში წარმატებები ძირითადად მიღწეული აქვს სსრკ-ის დროს. მათი ყველაზე წარმატებული გუნდი იყო არარატი ერევანი - კლუბი რომელმაც 1973 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა. აგრეთვე გუნდმა 1074-75 წლის ევროპის თასზე ბაიერნს უმასპინძლა და გამარჯვებაც მოიპოვა. სომხეთი სსრკ-ის შემადგენლობაში 1992 წლამდე თამაშობდა. სომხეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პირველი თამაში მოლდოვას წინააღმდეგ გაიმართა. ქვეყნის ეროვნული გუნდი კონტროლდება სომხეთის საფეხბურთო ფედერაციის მიერ. ქვეყნის ყველაზე მაღალი საფეხბურთო ტურნირია სომხეთის პრემიერ ლიგა. ამჟამად ლიგა რვა გუნრისაგან შედგება.

კალათბურთი

რედაქტირება

სომხეთში კალათბურთი პოპულარულ სპორტის სახეობად ითვლება.

ქვეყნის საუკეთესო კალათბურთელები ძირითადად ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აშშ-სა და რუსეთში, თამაშობენ.

სომხეთის პროფესიონალური საშინაო საკალათბურთო შეჯიბრებას კალათბურთის ლიგა A ეწოდება. ლიგის პირველი სეზონი 2017 წლის 7 ოქტომბერს ჩატარდა და მასშI მონაწილეობა სულ 7-მა გუნდმა მიიღო. ლიგაში მონაწილეობდა ერევნის 4 გუნდი, გიუმრის, არტიკისა და სტეფანაკერტის გუნდები.[2]

მხატვრული ტანვარჯიში

რედაქტირება

სომხეთს საბჭოთა პერიოდში, მხატვრულ ტანვარჯიშში, მრავალი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს აღზრდილი. მათ შორის არიან: ჰრანტ შაჰინიანი, ალბერტ აზარიანი და ედუარდ აზარიანი. სომეხი ტანმოვარჯიშეების ასეთმა წარმტებებმა ელი შეუწყო ქვეყანაში სპორტის სახეობის პოპულარობას.

ქვეყნის დედაქალაქ ერევანს აქვს მრავალი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხატვრო ტანვარჯიშის სკოლა. მათ შორისაა: ალბერტ აზარიანის სკოლა, რომელიც 1964 წელს გაიხსნა და ჰარანტ შაჰინიანის სკოლა 1965 წელს გაიხსნა.

ფუტსალი ძალიან პოპოლარული სპორტის სახეობაა სომხეთში. ბევრ კომპანიას, ისევე როგორ უნივერსიტეტებს, ჰყავთ საკუთარი ფუტსალის გუნდები, რომლებიც სომხეთის ფუტალის ლიგაში მონაწილეობენ. ამჟამად სომხეთის ფუტსალის ლიგა 8 გუნდს მოიცავს. ეს გუნდები წარმოადგენილები არიან შემდეგი ქალაქების მიერ: ერევანი, გიუმრი, ვანაძორი, კაპანი და ალავერდი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 World info
  2. Բասկետբոլ. Մեկնարկում է Ա լիգայի կանոնավոր առաջնությունը. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-07. ციტირების თარიღი: 2019-10-11.