სპირიდონ ნიკოლაუ მარინატოსი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სპირიდონ ნიკოლაუ მარინატოსი (ბერძ. Σπυρίδων Νικολάου Μαρινάτος; 4 ნოემბერი, 19011 ოქტომბერი, 1974) — XX საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი ბერძენი არქეოლოგი, კუნძულ კრეტაზე ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, რეგიონში ჩატარებულ მრავალრიცხოვან არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა. 1937 წელს საბერძნეთის სიძველეთა დაცვის სამსახურის დირექტორად დანიშნეს. სპირიდონ ნიკოლაუ მარინატოსი ათენის უნივერსიტეტის პროფესორიც იყო და პელოპონესში, უძველესი მიკენეს სამეფოში, ასევე თერმოპილესა და მარათონში კლასიკურ პერიოდში გამართული ბრძოლების ტერიტორიებზე არქეოლოგიურ გათხრებსაც პირადად ხელმძღვანელობდა. მის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად უძველეს კუნძულ თერაზე (ამჟამად სანტორინი) ნაპოვნი აკროტირის ნანგრევები უნდა ჩაითვალოს. ვულკანური ფერფლის სქელი ფენის ქვეშ მარინატოსმა მიაკვლია თითქმის ხელუხლებელ ქალაქს, რომელიც მას შემდეგ „ბერძნულ პომპეად“ იწოდება. კუნძულ კრეტაზე მარინატოსმა საქმიანი კავშირი დაამყარა მინოსური კულტურისა და კნოსოსის სასახლის პირველაღმომჩენ ართურ ევანზთან. მარინატოსი აკროტირის არქეოლოგიური გათხრების პერიოდში გარდაიცვალა, 1974 წელს.

სპირიდონ ნიკოლაუ მარინატოსი
დაბადების თარიღი 4 ნოემბერი, 1901
ლიკსური, კაფალინია საბერძნეთი
გარდაცვალების თარიღი 1 ოქტომბერი, 1974 (72 წლის)
სანტორინი, საბერძნეთი
რეზიდენცია ათენი
ეროვნება ბერძენი
პროფესია არქეოლოგი

პუბლიკაციები

რედაქტირება
  • Μαρινάτος Σπ.: «Επιγραφή εις Βριτομάρπιν εκ Χερσονήσου», ΑΔ 9, 1924.
  • Μαρινάτος Σπ.: «Γοργόνες — Γοργόνεια», ΑΕ 1927—1928, 7-41
  • Μαρινάτος Σπ.: «Ευμάθιος ο Φιλοκαλής, τελευταίος στρατηγός του βυζαντινού θέματος της Κρήτης», ΕΕΒΣ 7, 1930.
  • Μαρινάτος Σπ.: «ΑΙ ΠΕΡΙΦΗΜΟΙ ΚΡΗΤΙΚΑΙ ΚΥΝΕΣ ΤΗΣ ΑΡΧΑΙΟΤΗΤΟΣ», Περιοδικό Κυνηγετικά Νέα, Μάρτιος 1933.
  • Μαρινάτος Σπ.: «Παγκαλοχώρι», ΑΔ 15, (1933-35).
  • Μαρινάτος Σπ.: «The Volcanic Destruction on Minoan Crete», Antiquity 425:39, 1939.
  • Μαρινάτος Σπ.: «Περί τους νέους βασιλικούς τάφους των Μυκηνών», Γέρας Αντωνίου Κεραμοπούλλου, Αθήνα 1953.
  • Μαρινάτος Σπ.: «Θερμοπύλαι», Αθήνα 1955
  • Μαρινάτος Σπ.: «Εργασίαι εν Βαθυπέτρω, Αρχάναις και Ιδαίω Άντρω», ΠΑΕ 1956, 223—225.
  • Marinatos Sp.: «Kleidung, Haar und Barttracht», ArchHom I,A,B, 1967.
  • Μαρινάτος Σπ.: «ΑΝΑΣΚΑΦΑΙ ΜΑΡΑΘΩΝΟΣ», Πρακτικά της Εν Αθήναις Αρχαιολογικής Εταιρείας, 1970.
  • Μαρινάτος Σπ.: «ΜΑΡΑΘΩΝ», Πρακτικά της Εν Αθήναις Αρχαιολογικής Εταιρείας, 1971.
  • Μαρινάτος Σπ.: «Θησαυροί της Θήρας», Έκδοση Εμπορικής Τράπεζας της Ελλάδος, Αθήνα 1972
  • Marinatos Sp., Hirmer M.: «Kreta, Thera und das Mykenische Hellas», München 1973
  • Μαρινάτος Σπ.: «Ανασκαφαί Θήρας VI» (1972), Αρχαιολογική Εταιρεία, Αθήνα 1974.
  • Μαρινάτος Σπ.: «Ανασκαφαί Θήρας VII» (1973), Αρχαιολογική Εταιρεία, Αθήνα 1976.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება