ჰასან II მულაი ჰასან ალაუი (არაბ. ‏الحسن الثاني بن محمد‎; დ. 9 ივლისი, 1929, რაბატი — გ. 23 ივლისი, 1999) — მაროკოს მეფე 1961-1999 წლებში, ალაუიტების (ალავიტების) დინასტიის წარმომადგენელი. 1952 წელს დაამთავრა ბორდოს (საფრანგეთი) უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მაროკოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1956) დანიშნეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად და თავდაცვის მინისტრად (1960 მაისი - 1961 თებერვალი). 1961 წლის 3 მარტს გამოაცხადეს მაროკოს მეფედ და მუსლიმანთა რელიგიის მეთაურად. ჰასან II იყო სახელმწიფო მეთაური და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. გარდაიცვალა 1999 წლის 23 ივლისს.

მეფე ჰასან II

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება