ჯერომ ლეონ ბრუკჰაიმერი (ინგლ. Jerome Leon Bruckheimer; დ. 21 სექტემბერი, 1943, დეტროიტი, აშშ) — ამერიკელი კინო და სატელევიზიო პროდიუსერი.

ჯერი ბრუკჰაიმერი

ბრუკჰაიმერი ჰოლვუდის დიდების ხეივანზე ვარსკვლავის მიღების ცერემონიაზე 2013 წლის ივნისს
დაბადების სახელი ჯერომ ლეონ ბრუკჰაიმერი
დაბადების თარიღი 21 სექტემბერი, 1943 (1943-09-21) (80 წლის)
დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
რეზიდენცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეთნიკურად ებრაელი
ალმა-მატერი არიზონას უნივერსიტეტი
საქმიანობა პროდიუსერი
აქტიური 1972-დღემდე
მეუღლე(ები) ლინდა ბრუკჰაიმერი
სუფთა მოგება 850 მილიონი აშშ დოლარი (2012)

ბიოგრაფია რედაქტირება

ბრუკჰაიმერი დაიბადა 1943 წლის 21 სექტემბერს დეტრიოტში, ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. დაამთავრა არიზონას უნივერსიტეტი. შემდეგ ჩაერთო სარეკლამო ბიზნესში. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მოღვაწეობს როგორც კინოპროდიუსერი. ის ასევე არის ვიდეო თამაშების კომპანია ZeniMax Media-ს დირექტორთა საბჭოს წევრი.

2013 წლის 13 ივნისს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გახსნილი იქნა მისი ვარსკვლავი, რომელიც მდებარეობს ჰოლივუდის ბულვართან ახლოს[1]. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ჯონი დეპი და ტომ კრუზი.[2].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Producer Jerry Bruckheimer receives Hollywood Walk of Fame star (24 ივნისი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-16. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2013.
  2. Илья Радаев. „Джерри Брукхаймер удостоен звезды на Аллее славы“. ციტირების თარიღი: 2015-12-12.