ფრანჩესკო გვარდი (დ. 5 ოქტომბერი, 1712, ვენეცია — გ. 1 იანვარი, 1793) — იტალიელი ფერმწერი, ვენეციის სკოლის პეიზაჟისტი.

ალეგორია იმედზე; ფრანჩესკო გვარდი, 1747

ბიოგრაფია რედაქტირება

სწავლობდა ძმასთან, ჯოვანი ანტონიო გვარდისთან. თავდაპირველად ხატავდა XVI-XVII საუკუნეების იტალიელ მხატვართა ნამუშევრების თავისუფალ პირებს, პეიზაჟებს და სურათებს რელიგიურ და მითოლოგიურ თემებზე. ბაძავდა მანიასკოსა და რიჩის. 1760-იანი წლების ბოლოდან დაიწყო მხოლოდ პეიზაჟების ხატვა. მისი შემოქმედების აყვავების ხანაა 1780–1790-იანი წლები. მხატვარი მისმა თანამედროვეებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს. მან ჯეროვანი აღიარება მოიპოვა XIX საუკუნეში.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება