როკის კონცხი (პორტ. Cabo da Roca) — ევროპის ყველაზე დასავლეთი წერტილი. მდებარეობს პორტუგალიის ტერიტორიაზე. რომაელები მას უწოდებდნენ „Promontorium Magnum“, ხოლო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში — ლისაბონის კონცხს.

როკის კონცხი — ტურისტების საყვარელი ადგილი

კონცხი მდებარეობს ლისაბონიდან 40 კილომეტრზე დასავლეთი, ხოლო სინტრიდან 18 კოლომეტრში. კონცხი მდებარეობს ატლანტის ოკეანის დონიდან 140 მეტრზე. პორტუგალიელმა მწერალმა ლუის კამოენსმა კონცხზე თქვა: „ეს არის ადგილი, სადაც მთავრდება დედამიწა და იწყება ზღვა“ (პორტ. Onde a terra acaba e o mar começa).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება