ჟან ბატისტ პერონო (ფრანგ. Jean-Baptiste Perronneau; დ. 1715, პარიზი — გ. 19 ნოემბერი, 1783, ამსტერდამი) — ფრანგი ფერმწერი. მორის კანტენ დე ლატურთან ერთად პასტელის პორტრეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოსტატი საფრანგეთში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა წერის შედარებით თავისუფალი მანერით, ფერთა გამის სინაზით. უმეტესად ქმნიდა კამერულ (მკერდამდე, იშვიათად წელამდე) პორტრეტებს. ასრულებდა პროვინციის თავადაზნაურობისა და ბურჟუაზიულ წარმომადგენელთა შეკვეთებს.

ავტოპორტრეტი

ლიტერატურა რედაქტირება