პასიფლორა, ვნების ყვავილი (Passiflora) — მცენარეთა გვარი პასიფლორასებრთა ოჯახისა. მცოცავი ბუჩქები და ბალახებია. პასიფლორას 400-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ამერიკის, აზიისა და ავსტრალიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ზოგიერთი სახეობის (Passiflora edulis) ნაყოფი იჭმება. სამხრეთამერიკული ცისფერი პასიფლორა (Passiflora coerulea) გამოიყენება დეკორატიულ მცენარედ. კულტივირებულია ყირიმსა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე.

პასიფლორა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პასიფლორასებრნი
გვარი:  პასიფლორა
ლათინური სახელი
Passiflora

ლიტერატურა რედაქტირება