ნიკოლოზ IV (ლათ. Nicolaus PP. IV; დ. 30 სექტემბერი, 1227 — გ. 4 აპრილი, 1292) — რომის პაპი 1288–1292 წლებში.

ნიკოლოზ IV

მდაბიო წარმოშობისაა. პაპ გრიგოლ X-ის ლეგატი აღმოსავლეთში. პირველი ფრანცისკელი პაპი ტახტზე. მოუწოდებდა ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ, მაგრამ უშედეგოდ, ცდილობდა ორი მტრული გვარის ორსინებისა და კოლონების შერიგებას. მისი პაპობის დროს ადგილი ჰქონდა აჯანყებებს პაპის ოლქის ქალაქებში.

ლიტერატურა რედაქტირება

წინამორბედი:
ჰონორიუს IV
რომის პაპი

12881292
შემდეგი:
ცელესტინ V