ნარკოლეფსია (ბერძ. νάρκη — გაშეშება და λῆψις — შეტევა) — დაავადება, რომლის ძირითადი ნიშნებია ძილის დაუძლეველი სურვილის შეტევები და კუნთების ტონუსის ბლოკადა (კატალეფსია). შეიძლება განვითარდეს ინფექციური დაავადებების, თავის ტვინის ტრავმის, სიმსივნის და სხვათა შედეგად. ზოგ შემთხვევაში აშკარა გამომწვევი მიზეზი არ ჩანს. ნარკოლეფსიის შეტევების ხანგრძლივობა 1-30 წუთია. ასაკის მატებასთან ერთად შეტევების ინტენსივობა კლებულობს.

მკურნალობა: ნარკოლეფსიის გამომწვევი მიზეზის თავიდან აცილება, მედიკამენტური მკურნალობა.

ლიტერატურა რედაქტირება