მუხთარ ალი-ოღლუ გასიმლი (დ. 23 თებერვალი, 1993, ბაქო — გ. 2 ოქტომბერი, 2020, ფუზულის რაიონი) — აზერბაიჯანის ჩემპიონი ფიტნესში. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის მონაწილე.

მუხთარ გასიმლი
დაბადების თარიღი 23 თებერვალი 1993
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაცვალების თარიღი 2 ოქტომბერი 2020
გარდაცვალების ადგილი ფუზულის რაიონი
კუთვნილება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები
ჯარის სახეობა აზერბაიჯანის სახმელეთო ძალები
სამხედრო სამსახურის წლები 2013—2014 / 2020
წოდება senior lieutenant
ბრძოლები/ომები მთიანი ყარაბაღის ომი
• ფუზულის ბრძოლები
ჯილდოები Medal "For the Homeland" (Azerbaijan) და For the Liberation of Fuzuli Medal

სასიცოცხლო რედაქტირება

მუხთარ გასიმლი დაიბადა 1993 წლის 23 თებერვალს, ქალაქ ბაქოში. 1999 წელს ჩაირიცხა ბაქოს 318-ე საშუალო სკოლაში. სკოლა დაამთავრა 2009 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა აზერბაიჯანის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ინსტიტუტში. დაამთავრა 2013 წელს, კიკბოქსინგის ბაკალავრის ხარისხით. სპორტით ადრეული ასაკიდან იყო დაინტერესებული. მონაწილეობდა მრავალ კონკურსში და დაჯილდოვდა პრიზებით. 2019 წლის 27 ოქტომბერს ფიტნესში აზერბაიჯანის ჩემპიონის წოდება მიენიჭა.

სამხედრო სამსახური რედაქტირება

2013 წელს მუხთარ გასიმლი გაიწვიეს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში გადაბეის რეგიონიდან. სამსახურის გაგრძელებისას ჩაირიცხა შეიარაღებული ძალების მომზადებისა და აღზრდის ცენტრის ოფიცერთა კურსებზე. 2014 წელს ჯარიდან დაითხოვეს როგორც თადარიგის ჯარისკაცი.

მონაწილეობა ყარაბაღის მეორე ომში რედაქტირება

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების უფროსმა ლეიტენანტმა მუხთარ გასიმლიმ მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებულ ომში. 2 ოქტომბერს დაიღუპა ფუზულისათვის გამართულ ბრძოლებში, თანამებრძოლების ბრძოლის ველიდან გაყვანისას. დაკრძალეს ბაქოს გალას სასაფლაოზე.

ჯილდოები და პრიზები რედაქტირება

  •   (15.12.2020) — მედალი „სამშობლოსათვის“ (გარდაცვალების შემდგომ)[1]
  •   (25.12.2020) — მედალი „ფუზულის გათავისუფლებისთვის“ (გარდაცვალების შემდგომ)[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Azərbaycan Silahlı Qüvvələrinin hərbi qulluqçularının "Vətən uğrunda" medalı ilə təltif edilməsi haqqında Azərbaycan Prezidentinin 15.12.2020-ci il tarixli Sərəncamı“. www.president.az (Azərbaycan Prezidentinin rəsmi saytı). 15.12.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 15.12.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „Azərbaycan Silahlı Qüvvələrinin hərbi qulluqçularının "Füzulinin azad olunmasına görə" medalı ilə təltif edilməsi haqqında Azərbaycan Prezidentinin 25.12.2020-ci il tarixli Sərəncamı“. www.e-qanun.az (Normativ hüquqi aktların vahid internet elektron bazası). 25.12.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 25.12.2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)