მნელნიკი – ქალაქი ჩეხეთში, ცენტრალური ბოჰემიის მხარეში, პრაღიდან ჩრდილოეთით 30 კმ-ის მანძილზე, არის მნელნიკის რაიონის ცენტრი. მდებარეობს მდ. ლაბეს მარჯვენა ნაპირზე, ვლტავის შესართავის საპირისპირო მხარეს. ქალაქის ისტორიული ცენტრი გაშლილია შემაღლებულ ადგილზე და მას კვეთს მდ. პშოვკა. დღევანდელი მნელნიკის ტერიტორია ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში იყო დასახლებული. ძველი ისტორიოგრაფული მოსაზრებების მიხედვით მნელნიკი IX-X სს წარმოადგენდა სლავური ტომის, პშოველების ცენტრს - დაახლოებით დღევანდელი სასახლის ადგილზე მდებარეობდა ციხე პშოვი.

მოსახლეობა რედაქტირება

მცხოვრებთა რაოდენობის ცვლილების შემდეგი ცხრილი ეფუძნება ქ. მნელნიკის სტრატეგიული დაგეგმვის 2012 წლის მარტში გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელიც თავის მხრივ ემყარება ჩეხეთის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს.

წელი 1846 1900 1910 1921 1930 1950 1961 1970 1982 1991 2000 2009
მცხოვრებთა რაოდენობა 1 581 8 976 9 806 10 502 12 089 11 914 13 076 15 487 19 417 19 732 19 514 19 173

მოსახლეობის სტრუქტურა რედაქტირება

მცხოვრებთა ასაკობრივი შემადგენლობა 2009 წლისთვის, ეფუძნება ჩეხეთის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს.

მცხოვრები პროცენტულად
0-14 წლის 2643 13,79%
15-64 წლის 13437 70,1%
65+ წლის 3093 16,11%

ფოტოგალერეა რედაქტირება

წყარო რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • MIKOVEC, Ferdinand Břetislav. Starožitnosti a Památky země České.. Ilustrace Josef Vojtěch Hellich, Vilém Kandler. Praha : Kober a Markgraf, [1860]. Dostupné online. - kapitola Zámek Mělnický, s. 201-209.
  • E. Poche (vyd.), Umělecké památky Čech 2. Praha: Academia 1978.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება