მარიბი (არაბ. مأرب) — ძველი ქალაქი იემენში, საბაელთა სახელმწიფოს მმართველთა რეზიდენცია. ნანგრევები მდებარეობს ქალაქ სანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეპიგრაფიკული ძეგლების მიხედვით, არსებობდა უკვე ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში ან ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევრის დასაწყისში. გეგმით მართკუთხა ქალაქი გარშემორტყმული იყო ქვის გალავნით. შიგნით მდებარეობდა სასახლე. მარიბის აყვავებას ხელი შეუწყო კაშხალმა (ძვ. წ. VII საუკუნე). მარიბის მახლობლად იყო საბაელთა მთავარი ღმერთის ალმაკაჰის ტაძარი ავამი (ძვ. წ. VIII საუკუნე), რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მავზოლეუმი ეკვროდა. ქალაქი დაეცა ძვ. წ. VI საუკუნეში.

დასახლებული პუნქტი
მარიბი
არაბ. مأرب
ქვეყანა იემენის დროშა იემენი
კოორდინატები 15°27′45″ ჩ. გ. 45°19′32″ ა. გ. / 15.4625306° ჩ. გ. 45.3258111° ა. გ. / 15.4625306; 45.3258111
ცენტრის სიმაღლე 1122 მეტრი, 1095 მეტრი
მოსახლეობა 16 794 (2005)
სასაათო სარტყელი UTC+3
მარიბი — იემენი
მარიბი

ლიტერატურა რედაქტირება