მანტა (ესპ. Manta) — ქალაქი ეკვადორში, მანაბის პროვინციაში. წარმოადგენს პროვინციის მეორე და ეკვადორის მეხუთე უდიდეს ქალაქს. მანტა ჯერ კიდევ კოლუმბამდელ ეპოქაში არსებობდა. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 217 553 ადამიანს შეადგენს. მთავარ ეკონომიკურ აქტივობას თევზ თინუსის რეწვა წარმოადგენს. სხვა ეკონომიკურ საქმიანობებს შორისაა ტურიზმი და იქმიური მრეწველობა.

ქალაქი
მანტა
Manta
დროშა გერბი

ქვეყანა ეკვადორის დროშა ეკვადორი
პროვინცია მანაბი
კანტონი მანტა
კოორდინატები 00°15′15″ ს. გ. 79°10′19″ დ. გ. / 0.25417° ს. გ. 79.17194° დ. გ. / -0.25417; -79.17194
ქალაქის მერი ხორხე სამბრანო
დაარსდა 2 მარტი, 1534
ფართობი 60,49 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6
მოსახლეობა 217 553 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 3 600 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი (+593) 5
საფოსტო ინდექსი EC1308
ოფიციალური საიტი manta.gob.ec
მანტა (ეკვადორი) — ეკვადორი
მანტა (ეკვადორი)

მანტა ეკვადორის უდიდესი ნავსადგურია. 1735 წელს, როდესაც ეკვადორს ფრანგული მისია მიადგა მკვლევარ შარლ მარი დე ლა კონდამინის ხელმძღვანელობით, რომელთა მიზანიც ეკვატორის სიგრძის გაზომვა იყო, მათ სწორედ მანტის პორტი გამოიყენეს. მანტიდან კონდამინმა ქვეყნის სიღრმეში დაიწყო მოგზაურობა კიტოს გავლით.

მანტას ემსახურება ელოი-ალფაროს საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი სამხედრო-საჰაერო ბაზა. 1999-2009 წლებში ამ ბაზას აშშ-ის სამხედრო ძალები იყენებდა ანტინარკოტიკული სამხედრო ოპერაციებისათვის, მათ შორის კოლუმბიური ნარკო-კარტელების ნარკო-ტრეფიკის წინააღმდეგ. მას შემდეგ, ეკვადორის მთავრობას ბაზა აღარ განუახლებია.

მსოფლიოში მანტა განთქმულია ფილმების საერთაშორისო ფესტივალით.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Manta and Vladivostok become sister cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 2015-11-07.