ირლანდიის ჩემპიონატი სნუკერში პროფესიონალთა შორის

ირლანდიის ჩემპიონატი სნუკერში პროფესიონალთა შორის (ინგლ. Irish Professional Snooker Championship, ზოგჯერ გვხვდება გამარტივებული სახელწოდება Irish Professional) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული ტურნირი. სხვადასხვა დროს იმართებოდა ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიაში. როგორც ამ ტიპის სხვა შეჯიბრებები, ტურნირი ტარდება მხოლოდ ადგილობრივი მოთამაშეების მონაწილეობით — ამ შემთხვევაში, მთელი ირლანდიის მოთამაშეებს შორის.

ისტორია რედაქტირება

ირლანდიის პირველი ჩემპიონატი გაიმართა 1947 წელს. იგი მოიგო იმ დროისთვის პრაქტიკულად კუნძულის ერთადერთმა ძლიერმა სნუკერისტმა — ჯეიკი რიმ. ჯეიკი რი თითქმის ყველა ჩემპიონატში იმარჯვებდა 1972 წლის ჩათვლით (გამონაკლისია 1952 წელი, როდესაც იგი ჯეკ ბეიტსთან დამარცხდა). მთელი ამ დროის განმავლობაში ტურნირი ჩელენჯის საფუძველზე თამაშდებოდა — წინა ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად ფინალში ხვდებოდა და შეეძლო მოწინააღმდეგის არჩევა.

გამარჯვებულები რედაქტირება

წელი გამარჯვებული ფინალისტი ანგარიში
ირლანდიის ჩემპიონატი პროფესიონალებს შორის
1947—1951   ჯეიკი რი ჩელენჯი
1951   ჯეკ ბეიტსი   ჯეიკი რი
1952—1971   ჯეიკი რი ჩელენჯი
1972   ალექს ჰიგინსი   ჯეიკი რი 28:12
1973—1977 წლებში ტურნირი არ იმართებოდა
1978   ალექს ჰიგინსი   დენის ტეილორი 21:7
1979   ალექს ჰიგინსი   პეტსი ფეიგანი 21:13
1980   დენის ტეილორი   ალექს ჰიგინსი 21:15
1981   დენის ტეილორი   პეტსი ფეიგანი 22:21
Smithwicks Brewery Irish Professional Championship
1982   დენის ტეილორი   ალექს ჰიგინსი 16:13
1983   ალექს ჰიგინსი   დენის ტეილორი 16:11
1984 წელს ტურნირი არ გამართულა
Strongbow Irish Professional Championship
1985   დენის ტეილორი   ალექს ჰიგინსი 10:5
1986   დენის ტეილორი   ალექს ჰიგინსი 10:7
Matchroom Irish Professional Championship
1987   დენის ტეილორი   ჯო ო'ბოი 9:2
Irish Professional Championship
1988   ჯეკ მაკლაფლინი   დენის ტეილორი 9:4
1989   ალექს ჰიგინსი   ჯეკ მაკლაფლინი 9:7
1990—1991 წლებში ტურნირი არ იმართებოდა
Murphys Irish Professional Championship
1992   ჯო სვეილი   ჯეისონ პრინსი 9:1
1993   კენ დოერტი   სტივენ მერფი 9:2
1994—2004 წლებში ტურნირი არ იმართებოდა
VC Poker Irish Professional Championship
2005   ჯო სვეილი   კენ დოერტი 9:7
2006   კენ დოერტი   მაიკლ ჯაჯი 9:4
2007   კენ დოერტი   ფერგალ ო'ბრაიენი 9:2

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება