ირაპუატო (ესპ. Irapuato) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში. მდებარეობს არანდასის მთის ძირში, გუანახუატოს შტატის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში. გაშენებულია მდინარე სილაოსა და გუანახუატოს შორის, ზღვის დონიდან 1 724 მეტრზე.

ქალაქი
ირაპუატო
Irapuato

ქალაქის ისტორიული ნაწილი
დროშა გერბი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი გუანახუატო
კოორდინატები 20°40′00″ ჩ. გ. 101°21′00″ დ. გ. / 20.66667° ჩ. გ. 101.35000° დ. გ. / 20.66667; -101.35000
დაარსდა 1547
ფართობი 845,16 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 724
მოსახლეობა 342 561 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
სატელეფონო კოდი 462
საფოსტო ინდექსი 36590 - 36899
ოფიციალური საიტი irapuato.gob.mx
Map of Mexico Demis.png
Map of Mexico Demis.png

2005 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 342 561 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის შტატის მეორე უდიდესი ქალაქია. მთლიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 463 103-ს აღწევს.[1][2]

ქალაქის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა; ცნობილია მისი მარწყვი, ღორები და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. მთელს მექსიკაში განთქმულია ირაპუატოს ხილი, ყვავილები და მდიდრული ბაღები.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 2005 Census. INEGI: Instituto Nacional de Estadística, Geografía e Informática. ციტირების თარიღი: 2007-03-22.
  2. Mexican Municipality Encyclopedia. Enciclopedia de los Municipios de México. დაარქივებულია Guanajuato ორიგინალიდან — 2007-03-17. ციტირების თარიღი: 2007-03-22.
  3. Irapuato. Questia Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2007-03-21.