სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცინცაძე.

გიორგი ცინცაძე (დ. 7 თებერვალი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი კალათბურთელი. 2011, 2013, 2015, 2017, 2022 წლების ევრობასკეტისა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

გიორგი ცინცაძე
გამთამაშებელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 7 თებერვალი, 1986 (1986-02-07) (38 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 192 სმ
წონა 90 კგ
კარიერის ისტორია
2001–2002 აკადემია თბილისი
2002–2003 ბასკო ბათუმი
2003–2004 ცსკა მოსკოვი
2004–2005 სამარა
2005 ურალ გრეიტი
2005–2006 დინამო მოსკოვი
2006–2009 ტარტუ როკი
2009 ტრიკალა
2009–2010 დონეცკი
2010 ტრეფლი სოპოტი
2010–2011 ტარტუ როკი
2011–2012 ოლიმპი თბილისი
2012–2013 ბუდიველნიკი კიევი
2013–2014 დონეცკი
2014 შამპვილი
2014 სკოპიე
2014–2015 შსს აკადემია
2015 გრაველინ-დიუნკერკი
2016 რუენი
2016–2017 ქუთაისი 2010
2017–2018 პოლიტექნიკა იასი
2018-2020 ალ-შამალი
2020 დინამო თბილისი
2020–2021 ბანიიასი აბუ-დაბი
2021–2024 თსუ თბილისი
ცინცაძე ეროვნულ ნაკრებში 2013 წელს

ბიოგრაფია რედაქტირება

გიორგი ცინცაძე 20 წელი იცავდა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია. მან საქართველოს ნაკრების მაისურით 217 მატჩი ჩაატარა.[1]

პირველი სანაკრებო მატჩი ქართველმა კალათბურთელმა 2004 წელს, ფინეთის ეროვნული ნაკრების, ხოლო ბოლო შეხვედრა 2024 წელს, სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა.[2] ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგი ცინცაძემ საქართველოს ნაკრებს არაერთი გამარჯვება მოუტანა.[3]

სხვადასხვა დროს იყო რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის „ოლ სტარის“ მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს ჩემპიონი (2016) და საქართველოს თასის მფლობელი (2017).[4]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  ცსკა მოსკოვი
  • რუსეთის სუპერლიგა: 2003–04
  დინამო მოსკოვი
  ტარტუ როკი
  • ესტონეთის ლიგა: 2006–07, 2007–08
  • ბალტიის საკალათბურთო ლიგა: 2010–11
  • ესტონეთის თასი: 2010–11
  ბუდიველნიკი კიევი
  • უკრაინის სუპერლიგა: 2012–13
  ქუთაისი 2010

ინდივიდუალური რედაქტირება

  • ესტონეთის ლიგის საუკეთესო ევროპელი მოთამაშე: 2007
  • ესტონეთის ლიგის წლის საუკეთესო მცველი: 2007, 2008
  • ბალტიის ლიგის „ოლ-სტარის“ მონაწილე: 2008
  • ევროპის ჩელენჯ-თასის „ოლ-სტარის“ მონაწილე: 2008
  • ესტონეთის ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2009
  • ფიბას ევროპის თასის საუკეთესო ევროპელი მოთამაშე: 2008
  • ფიბას ევროპის თასის წლის საუკეთესო მცველი: 2008
  • ფიბას ევროპის თასის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2008
  • საქართველოს სუპერლიგის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2012, 2015, 2017, 2023
  • საქართველოს სუპერლიგის „ოლ-სტარის“ მონაწილე: 2012, 2015, 2017, 2023
  • საქართველოს სუპერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2012, 2017, 2023
  • საქართველოს სუპერლიგის წლის საუკეთესო მცველი: 2015, 2017
  • საქართველოს სუპერლიგის წლის საუკეთესო ასისტენტი: 2023

საკლუბო რეკორდები რედაქტირება

  • ბლოკების რეკორდი ესტონეთის ლიგაში — „პარნუ სადამთან“ — 2 ბლოკი: 2008
  • სარგებლიანობის კოეფიციენტის რეკორდი სუპერლიგაში — „რუსთავთან“ — 41: 2016
  • ქულების რეკორდი სუპერლიგაში — „ბათუმის“ წინააღმდეგ — 29 ქულა: 2017
  • მოხსნების რეკორდი სუპერლიგაში — თბილისის გაუსთან — 11 მოხსნა: 2017
  • ჩაჭრების რეკორდი სუპერლიგაში — თბილისის „დინამოსთან“ — 8 ჩაჭრა: 2017
  • ასისტების რეკორდი სუპერლიგაში — „ვერასთან“ — 16 შედეგიანი გადაცემა: 2023

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მედია
1tv.ge · Leadersport · Lelo.ge · Primetime.ge · Sportall.ge

სქოლიო რედაქტირება