ბზუალასებრნი (ლათ. Bombyliidae) — მწერების ოჯახი ორფრთიანების რიგისა. აქვთ გრძელი ფრთები და ფეხები, უმრავლესობას — გრძელი ხორთუმი. ოჯახში 3 ათასამდე სახეობაა, რომლებიც უმთავრესად მშრალ ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. განსაკუთრებით ბევრია შუა აზიაში, გვხვდება საქართველოშიც. ბზუალასებრთა უმრავლესობა მწერების — ფუტკრის, კალიის, პეპლის — პარაზიტებია.

ბზუალასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Bombyliidae

ლიტერატურა რედაქტირება