ბერი (საფრანგეთი)

საფრანგეთის ისტორიული პროვინცია (ოლქი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბერი (ფრანგ. Berry, Berri, ლათ. Bioturica) — ისტორიული ოლქი ცენტრალურ საფრანგეთში, პარიზის აუზსა და საფრანგეთის ცენტრალურ მასივს შორის. ფართობი დაახლ 14 ათ. კმ². მთავარი ქალაქი — ბურჟი. ბერის ტერიტორია შედის ენდრისა და შერის დეპარტამენტების შემადგენლობაში.

ბერი საფრანგეთის რუკაზე

ლიტერატურა რედაქტირება