ტერმინს „არსენალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არსენალი (მრავალმნიშვნელოვანი).

არსენალი (ფრანგ. arsenal, იტალ. arsenale < არაბ. ‏دار الصناعة dār as-sināʿa — იარაღის საამქრო, ვერფი) — შეიარაღებისა და იარაღის სახეობების შესანახი ადგილის განზოგადებული სახელწოდება, რომელიც მოიცავს მიწისქვეშას და მიწისზედა ღიას და გადახურულ საწყობებს, სათავსოებსა და მსგავს დაწესებულებებს, სადაც ინახება შეიარაღებული ძალების კუთვნილი აღჭურვილობა: სასროლი იარაღი, ჯავშანტექნიკა და ა. შ.) და ტყვია-წამალი და სხვა საბრძოლო მასალები. XIX სუაკუნემდე არსენალთა უმრავლესობა წარმოადგენდა ქარხანას. ტერმინი არსენალი აგრეთვე გამოიყენება იარაღის მარაგის აღსანიშნადაც. 1869-1931 წლებში არსებობდა თბილისის არსენალი.

ლიტერატურა რედაქტირება