ართურის დაცემა (ინგლ. The Fall of Arthur) — ჯ.რ.რ. ტოლკინის დაუსრულებელი ლექსი, რომელიც მეფე ართურის ლეგენდას უკავშირდება. ავტორის გარდაცვალების შემდეგ პირველი ვარიანტი გამოიცა HarperCollins-ის მიერ, 2013 წლის 21 მაისს.[1]

„ართურის დაცემა“
The Fall of Arthur

წიგნის გარეკანი
ავტორი ჯ.რ.რ. ტოლკინი
(რედ. კრისტოფერ ტოლკინი)
ილუსტრატორი ალან ლი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი ალიტერატურული ლექსი; ლეგენდა
გამომცემელი HarperCollins
Houghton Mifflin Harcourt
გამოცემის თარიღი 21 მაისი, 2013
მედია მაგარი ყდა; Kindle-ის ელექტრონული წიგნი
გვერდი 240
წინამორბედი ლეგენდა სიგურდსა და გუდრუნზე
მომდევნო ბეოვულფი: თარგმანი და კომენტარები
ISBN 978-0-544-11589-7 (მაგარი ყდა)
978-0-007-48989-3 (დელუქს გამოცემა)

ლექსი ალიტერატურულ ფორმას ატარებს. იგი შედგება დაახლოებით 1000 სტროფისგან, სადაც ძველ ინგლისურ ენაზე დაწერილი „ბეოვულფის“ მსგავსი ლიტერატურული ზომა თანამედროვე ინგლისურ ენაზეა გადმოცემული. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებზე გავლენა იქონია ართურის ეპოქი ლეგენდებმა, ლექსში მოთხრობილი მოვლენები ადრეულ შუა საუკუნეებში მიმდინარეობს, გერმანული პოეზიის ფორმით. ართური ნაჩვენებია, როგორც მიგრაციის პერიოდის ბრიტანული სამხედრო წინამძღოლი, რომელიც საქსონების შემოსევას იგერიებს. ნაწარმოებში ავტორი ერიდება ისეთ ტიპურ ასპექტებს, როგორიც არის გრაალის ძიება და მოქმედების მიმდინარეობა სამეფო კარზე. ლექსი იწყება ბრიტანეთის საპასუხო შეტევით საქსონურ მიწებზე. [2]

შექმნის ისტორია რედაქტირება

ტოლკინი, რომელიც იმ პერიოდში იყო ოქსფორდის პემბროუკის კოლეჯის პროფესორი, ლექსს წერდა 1930-იანი წლების დასაწყისში. მან შეწყვიტა მასზე მუშაობა 1934 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, 1937 წელს და დაიწყო „ჰობიტის“ გამოსაცემად მომზადება. [3] ასე რომ, ტექსტის შექმნა დაახლოებით მაშინ დაიწყო, როდესაც „თქმულება აოტრუსა და იტრუნზე“ იქმნებოდა, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს 508 სტრიქონიან ლექსს, დაწერილს 1930 წელს.

გამოცემის ისტორია რედაქტირება

ლექსის არსებობის შესახებ ცნობილი იყო მას შემდეგ, რაც იგი ჰამფრი კარპენტერის მიერ ტოლკინის ბიოგრაფიაში იქნა აღწერილი, 1977 წელს. [4] კარპენტერი აღნიშნავდა, რომ ლექსში

"არის ალიტერაცია და არ არის რითმა. [...] თავის ართურისეულ ლექსში [ტოლკინი] არ შეხებია გრაალს, თუმცა არტურის ბედის საკუთარი ინტერპრეტაცია წამოიწყო, რომელშიც მეფე და გავეინი „საქსონურ მიწებში“ საომრად მიემართებიან, მაგრამ შინ ბრუნდებიან მორდრედის ღალატის ცნობების გამო. ლექსი არ იქნა დასრულებული, მაგრამ იგი წაიკითხეს და მოიწონეს ე.ვ. გორდონმა და რ.უ. ჩემბერსმა, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც მას „დიდ რამედ, ნამდვილად ჰეროიკულ ნაშრომად, რომელიც შორს დგას თავისი მნიშვნელობისგან და გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ბეოვულფის მეტრის თანამედროვე ინგლისურში გამოყენება“.

კარპენტერს აგრეთვე მოყვანილი ჰქონდა აბზაცი პოემის ტექსტიდან, რათა ნათელი ყოფილიყო, რომ ეს არის ტოლკინის ფართომასშტაბიანი შემოქმედების ის იშვიათი მომენტი, როდესაც სექსუალური ვნება ღია ლიტერატურულ აღწერას გადის, ამ შემთხვევაში - მორდრედის დაუკმაყოფილებელი ვნება გინევრას მიმართ,

His bed was barren / there black phantoms
of desire unsated / and savage fury
in his brain had brooded / till bleak morning

ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ ეს ლექსი რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და დიდი ხნის ნანატრ გამოუცემელ ნაშრომად. ჯონ დ. რეიტლიფის თანახმად, რაინერ ანვინი ლექსის გამოცემას ჯერ კიდევ 1985 წელს აპირებდა, მაგრამ გამოცემა გადაიდო უფრო მნიშვნელოვანი პროექტების სასარგებლოდ (როგორიც იყო შუახმელეთის ისტორია, გამოცემული 1983–1996 წლებში), რითაც ყურადღება მიექცა ტოლკინის ლეგენდარიუმთან დაკავშირებული წიგნებისადმი ინტერესის დაკმაყოფილებას, ვიდრე მის ლიტერატურის სხვა სფეროებში მოღვაწეობის შედეგებს. [5]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ართურის დაცემა - ჯ.რ.რ. ტოლკინი. HarperCollins. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 23 May 2013.
  2. ჯ.რ.რ. ტოლკინის „ახალი“ ეპიკური ნაწარმოები შემდეგ წელს guardian.co.uk, სამშაბათი 9 ოქტომბერი 2012.
  3. HarperCollins დაარქივებული 2013-05-11 საიტზე Wayback Machine. , ტექსტი გარეკანზე: "[...] he evidently began it in the earlier nineteen-thirties, and it was sufficiently advanced for him to send it to a very perceptive friend who read it with great enthusiasm at the end of 1934 and urgently pressed him ‘You simply must finish it!’ But in vain: he abandoned it, at some date unknown, though there is some evidence that it may have been in 1937".
  4. ჰამფრი კარპენტერი, ჯ.რ.რ. ტოლკინი: ბიოგრაფია (1977 რედ.), ნაწილი IV თავი 6.
  5. Thursday, July 12, 2012 The Rumor "I remember Rayner Unwin, when I got to meet with him in 1985, telling me about this as one of the forthcoming projects already in the works, but which wdn't be coming out until some more pressing projects (like the HISTORY OF MIDDLE-EARTH series, whose third volume I'd just picked up that same day)."