ალექსანდროს პაპადიამანტისი
ალექსანდროს პაპადიამანტისი (ბერძ. Αλέξανδρος Παπαδιαμάντης; დ. 4 მარტი, 1851, სკიათოსი — გ. 3 იანვარი, 1911) — ბერძენი მწერალი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ათენის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. 1908 წელს ათენი დატოვა და მშობლიურ კუნძულს დაუბრუნდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ალექსანდროს პაპადიამანტისი | |
---|---|
| |
დაბადების თარიღი | 4 მარტი, 1851[1] [2] |
დაბადების ადგილი | სკიატოსი[3] |
გარდაცვალების თარიღი | 3 იანვარი, 1911[4] (59 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სკიატოსი |
ფსევდონიმი | κοσμοκαλόγερος[5] |
საქმიანობა | მესვეტე, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი[6] |
ენა | Katharevousa და Demotic Greek |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
ალმა-მატერი | ვარვაკიოსის სკოლა და ათენის უნივერსიტეტი |
Magnum opus | მკვლელი, Οι Έμποροι των Εθνών, I Nostalgos და Q12872605? |
ჯილდოები | Order of the Redeemer[7] |
ნათესავ(ებ)ი | Alexandros Moraïtidis და Q117074549? |
ხელმოწერა | |
ახალბერძნულ ლიტერატურაში პაპადიამანტისი რეალიზმის ერთ–ერთი ფუძემდებელი და დამამკვიდრებელია. ის ერთ–ერთი პირველთაგანია, ვინც განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა უბრალო, გლეხი ქალის ყოფა იმდროინდელ საბერძნეთში. ამ მხრივ საყურადღებოა მისი მოთხრობა „მკვლელი“.
ლიტერატურა რედაქტირება
- მზია ებრალიძე, მთარგმნელისაგან, ჩვენი მწერლობა, № 17, 2006, გვ. 60
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ https://eranistis.net/wordpress/2019/06/19/βιογραφία-του-ἀλεξάνδρου-παπαδιαμάν/
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ https://archeia.moec.gov.cy/sm/279/diigimata_papadiamanti.pdf
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ https://ikee.lib.auth.gr/record/285644/files/GRI-2016-17789.pdf