ალექსანდრე კონიაშვილი

ალექსანდრე კონიაშვილი (დ. 26 დეკემბერი, 1873, თბილისი, — გ. 30 აპრილი, 1951, ბუენოს-აირესი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა თბილისში, ოფიცერ გრიგოლ კონიაშვილის ოჯახში. განათლება მიიღო თბილისის კლასიკური გიმნაზიასა და თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში. რუსეთ–იაპონიის ომის დროს (1904–1905) ირიცხებოდა ქვეითი ჯარის ოფიცრად. 1913 წელს იყო ყუბის 155-ე ქვეითი პოლკის ოფიცერი, შტაბს-კაპიტანი. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, მონაწილეობდა სარიყამიშისა და არზრუმის ოპერაციებში. არზრუმის ციხესიმაგრის შტურმით აღებისას დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით. 1917 წლიდან იყო პოლკოვნიკი. 1918 წლიდან იყო სახალხო გვარდიაში. 1918 წლის ოქტომბრიდან, სოჭის კონფლიქტის დროს დაინიშნა სოჭის ოლქისა და შავიზღვისპირეთის გარნიზონის სარდლად. 1919 წელს გახდა გენერალ–მაიორი. 1920 წელს იყო ოსეთის მიმართულების ჯარების სარდალი.

1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში, შემდეგ პოლონეთში. 1923 წლიდან ირიცხებოდა პოლონეთის ეროვნულ არმიაში. 1926 წელს მიიღო ბრიგადერის სამხედრო წოდება და დაინიშნა ქვეითი ჯარის ერთ–ერთი დივიზიის მეთაურის მოადგილედ. პოლონეთის არმიაში თითქმის ოცწლიანი მოღვაწეობის მანძილზე დაიმსახურა არაერთი მაღალი ჯილდო. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან გადადგა. ცხოვრობდა ჯერ იტალიაში, 1939 წლიდან კი არგენტინაში. გარდაიცვალა 1951 წელს ბუენოს-აირესში. დაკრძალულია იქვე.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება