გრიგოლ კონიაშვილი
გრიგოლ ალექსანდრეს ძე კონიაშვილი (დ. 1850, თბილისი, — გ. 1912 წლის შემდეგ, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1910). გენერალ ალექსანდრე კონიაშვილის მამა.
სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1869 წლიდან. მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქში, ყუბის 155-ე ქვეით პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომში. 1910 წელს დაითხოვეს ჯარიდან გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 5, თბ., 2024.