ალენ ჟირესი (ფრანგ. Alain Giresse [alɛ̃ ʒiʁɛs]; დ. 2 აგვისტო, 1952) — ფრანგი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. 2004–2005 წლებში იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ალენ ჟირესი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
2 აგვისტო, 1952 (1952-08-02) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანგუარანი, საფრანგეთი
სიმაღლე 163 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1970–1986 ბორდო 519 (168)
1986–1988 მარსელი 67 (5)
სულ 586 (173)
ეროვნული ნაკრები
1974–1986 საფრანგეთი 47 (6)
სამწვრთნელო კარიერა
1995–1998 ტულუზა
1988 პარი სენ-ჟერმენი
1999–2000 ტულუზა
2001–2003 ფარი რაბატი
2004–2005 საქართველო
2006–2010 გაბონი
2010–2012 მალი
2013–2015 სენეგალი
2015–2017 მალი
2018–2019 ტუნისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო კლუბ ბორდოში გაატარა, რომლის რიგებშიც 519 მატჩი ჩაატარა და 168 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული. იმდროინდელი ლეგენდარული ნაკრების ნახევარდაცვაში სწორედ ჟირესი იყო „მაგიური კვადრატის“ (Carré Magique) ერთ-ერთი წევრი, მიშელ პლატინისთან, ჟან ტიგანასთან და ლუის ფერნანდესთან ერთად.

1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 72-ე ადგილზე დასახელდა.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.