ირაკლი ფარჯიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
 
ირაკლი ფარჯიანის სურათები არსობრივად იმდენად დატვირთულია, ერთის მხრივ, თითქოს გასაგები, ახლო და ამავე დროს, მისტიურად გარინდებული, იდუმალი და ჰაეროვანი, რომ ძნელია ისინი მიუსადაგო სიტყვიერ აღწერას, სიტყვის კონკრეტულობას. მისი ნამუშევრები ერთნაირად მისაღებია, როგორც გათვითცნობიერებული ასევე უბრალო მაყურებლისათვის. ისინი ადამიანში განცდისა და ჭვრეტის სურვილს ბადებენ. ირაკლი ფარჯიანის [[ნატურმორტები]] უაღრესად გამომსახველია. მათი ემოციური ზემოქმედება ძალზე ძლიერია. ჩვენს წინაშეა უზოგადესი სამყარო.
 
[[ფაილი:Irakli Pharjiani Naturmort.JPG|thumb|400 px|ირაკლი ფარჯიანის ერთ-ერთი ნატურმორტი]]
 
ძნელია იფიქრო რაიმე კონკრეტულ სიუჟეტზე. გარინდებული, გამთლიანებული საგნები, მათში იგრძნობა შინაგანი მოძრაობა, ექსპრესია, რომელიც ამავე დროს მშვიდად აღიქმება. აქ გარემომცველ სამყაროს მხოლოდ პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ ინტერიერი ან ფონი, ეს სინამდვილეში აბსტრაქტული სივრცეებია.
Line 51 ⟶ 53:
ირაკლი ფარჯიანის ნატურმორტებში, ისევე როგორც მის სხვა ნამუშევრებში იგრძნობა ფერის შუქმოფენობა. ეს არის შიგნიდან, [[საღებავ]]ის წიაღიდან წამოსული შუქი. ეს თითქოს რეალური სინათლეა. ხანდახან გამოსახულებები თითქოს სითეთრეშიც კი იძირებიან და უერთდებიან მას.
 
[[ფაილი:Irakli Pharjiani Khareba.JPG|thumb|400 px|ირაკლი ფარჯიანის "ხარება"]]
 
[[1978]]-[[1979|1978 წლებში]] სურათების სახელმწიფო გალერეაში სეზონურ გამოფენებზე დემონსტრირებული იყო ირაკლი ფარჯიანის სურათები: "პასტორას ოჯახი" და "ოთახი", რომლები საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებათა ნიშნებად იქნა აღქმული.