ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
==ისტორია==
 
პარტია დააფუძნეს [[იმედი (ტელეკომპანია)|ტელეკომპანია „იმედის“]] ყოფილმა ჟურნალისტებმა [[2008]] წლის თებერვალში. პარტიამ კარგი შედეგი აჩვენა პირველივე არჩევნებში. [[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (2008)|2008 წლის საპარლამეტო არჩევნებში]] ისინი გავიდნენ მესამე ადგილზე, მიიღეს ხმათა 8,66 % და 6 მანდატი [[საქართველოს პარლამენტი|პარლამენტში]].

პარტია მონაწილეობდა [[2010]] წლის [[საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2010)|თვითმართველობის არჩევნებში]]. ამ არჩევნებში პარტია უკვე მეორე ადგილზე გავიდა ხმათა 10,3 %-ით. პარტიის შედეგები უკეთესი იყო რეგიონებში, ვიდრე თბილისში. 2010 წლის საკრებულოში პარტია სამი მანდატით იყო წარმოდგენილი — [[ჯაბა სამუშია]], [[ზაზა გაბუნია]] და კახა ბროკიშვილი, რომელმაც [[ინგა გრიგოლია]] შეცვალა. 2013 წელს ჯაბა სამუშიამ ზაზა გაბუნიასთან ერთად „ქრისტიან-დემოკრატები“ დატოვა და საკრებულოში „[[ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო|ქართული ოცნების]]“ ფრაქციას შეუერთდა.<ref>{{cite news |title=თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბა სამუშია აირჩიეს |url=https://publika.ge/tsu-is-reqtoris-movaleobis-shemsruleblad-jaba-samushia-airchies/ |access-date=21 აპრილი, 2023 |work=პუბლიკა |date=20 ოქტომბერი, 2022 |language=ka-GE}}</ref>

[[საქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2012)|2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში]] პარტია, მართალია, გავიდა მესამე ადგილზე, მაგრამ მიიღო ხმათა 2,05% და დარჩა პარლამენტს მიღმა. [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2013)|2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში]] პარტიის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ, მიიღო ხმათა 1,06% და გავიდა მეხუთე ადგილზე. ამის შემდეგ, 2014 წლის მარტში გიორგი თარგამაძე წავიდა პოლიტიკიდან.<ref>[http://www.tabula.ge/ge/story/81051-giorgi-targamadze-politikur-saqmianobas-tskvets გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს]</ref> პარტიის ლიდერი [[გიორგი ახვლედიანი (პოლიტიკოსი)|გიორგი ახვლედიანი]] გახდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.
 
==შედეგები არჩევნებში==