ქრისტეფორე კოლუმბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.233.228-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{განახლება}}[[ფაილი:Christopher Columbus.PNG|thumb|250px|ქრისტეფორე კოლუმბი]]
[[ფაილი:Columbus Signature.svg|მინი]]
'''ქრისტეფორე კოლუმბი''' ({{lang-es|Cristóbal Colón}}, {{lang-it|Cristoforo Colombo}}, {{lang-pt|Cristóvão Colombo}}, {{lang-la|Christoferus Columbus}}) (დ. ''დაახ.'' [[31 ოქტომბერი]], [[1451]], [[გენუა]], [[იტალია]] — გ. [[20 მაისი]], [[1506]], [[ვალიადოლიდი]], [[ესპანეთი]]) — [[იტალიელები|იტალიელი]] მეზღვაური-მკვლევარი [[ესპანეთი]]ს მეფის სამსახურში. თავისდაუნებლიედ [[ამერიკა|ამერიკის]] აღმომჩენი.
 
კოლუმბმა პირველმა გადაცურა [[ატლანტის ოკეანე]] სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა [[კარიბის ზღვა]]ში. მან დაუდო სათავე [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] მიწებისა და [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] ყელის აღმოჩენას. მან აღმოაჩინა ყველა [[დიდი ანტილის კუნძულები|დიდი ანტილის კუნძული]], [[ბაჰამის კუნძულები|ბაჰამის არქიპელაგის]] ცენტრალური ნაწილი, [[მცირე ანტილის კუნძულები]] (დომინიკიდან ვირჯინიის კუნძულების ჩათვლით), ასევე მთელი რიგი პატარა კუნძულებისა [[კარიბის ზღვა]]ში და კუნძული ტრინიდადი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან.
 
სულ კოლუმბმა დაასრულა 4 მოგზაურობა:
* პირველი მოგზაურობა ([[3 აგვისტო]] [[1492]] — [[15 მარტი]] [[1493]])
* მეორე მოგზაურობა ([[25 სექტემბერი]] [[1493]] — [[11 ივნისი]] [[1496]])
* მესამე მოგზაურობა ([[30 მაისი]] [[1498]] — [[25 ნოემბერი]] [[1500]])
* მეოთხე მოგზაურობა ([[9 მაისი]] [[1502]] — ნოემბერი [[1504]])
 
== დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის წინაგზავნილები ==
[[XV საუკუნე|XV საუკუნის]] მეორე ნახევარში დასავლეთ [[ევროპა]]ში გაიზარდა მსხვილი ქალაქები, განვითარდა [[ვაჭრობა]], საყოველთაო გაცვლის საშუალება გახდა [[ფული]]. სწრაფად გაიზარდა მოთხოვნა ოქროზე. ამის გამო ითვლებოდა, რომ [[ოქრო]] შეიძლება მოიპოვო იქ, საიდანაც შემოდიოდა სანელებლები, ანუ ინდოეთში.
 
[[ოსმალეთი]]ს მიერ [[ბალკანეთი]]სა და მცირე აზიის ტერიტორიის დაპყრობამ ევროპელებს ძველი სავაჭრო (სახმელეთო და საზღვაო) გზების გამოყენების საშუალება აღარ მისცა. [[პორტუგალია]]მ გზების პოვნა სამხრეთ ზღვაში დაიწყო. ამავე დროს დაიბადა აზრი დასავლეთის გზის არსებობაზე. ეს აზრი ეფუძნებოდა წარმოდგენას, რომ [[დედამიწა]] იყო ბურთის მაგვარი, ამ აზრმა გაფართოება ჰპოვა ევროპის აღორძინების ეპოქაში. შორეული საზღვაო გზების მოძიების იმედს იძლეოდა მიღწეული წარმატებები [[გემთმშენებლობა]]სა და [[ნავიგაცია]]ში.
 
== ესპანეთი XV საუკუნის მეორე ნახევარში ==
[[ფაილი:ColombusMap.jpg|მინი|300px|კოლუმბის რუკა<ref>"Marco Polo et le Livre des Merveilles", ISBN 978-2-35404-007-9 p.37</ref>]]
[[1469]] წელს [[კასტილია|კასტილიის]] დედოფალი [[იზაბელა კასტილიელი|იზაბელა]] გაჰყვა ცოლად [[არაგონი]]ს ტახტის მემკვიდრეს [[ფერდინანდ II (არაგონი)|ფერდინანდს]]. 1479 წელს ფერდინანდმა დაიკავა ტახტი და ყველაზე მსხვილი პირენეული სახელმწიფოები გაერთიანდნენ ესპანეთში. 1480-1485 წლებში სამეფო წყვილმა შექმნა [[ინკვიზიცია]] და მისი დახმარებით უზრუნველყვეს თავიანთი სრული ძალაუფლება, გადალახეს რა მსხვილი ფეოდალებისა და თავადების წინააღმდეგობა.
 
1492 წლის დასაწყისში გაერთიანებული [[ესპანეთი]]ს ძალისხმევით დაეცა უკანასკნელი მუსულმანური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე - [[გრანადის ემირატი]]. ამსთანავე დასრულდა [[რეკონკისტა|რეკონკისტული]] პროცესი, რომელიც უკვე 8 საუკუნე გრძელდებოდა.
 
მოაგვარა რა შინაგანი პრობლემები, ესპანეთმა დაიწყო საგარეო ექსპანსია. აქ მოხდა ინტერესების დამთხვევა სამეფო ხელისუფლების, [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]], ქალაქის ბურჟუაზიის და ესპანეთის სათავადოს, რომელიც [[მავრი|მავრებთან]] [[ომი]]ს დამთავრებისთანავე უსაქმოდ დარჩა.
 
== კოლუმბის ახალგაზრდობა ==
ითვლება, რომ კოლუმბი (კოლომბო) დაიბადა საშუალო შეძლების მქონე გენუურ ოჯახში. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ იტალიისა და ესპანეთის 6 ქალაქი ეცილება ერთმანეთს პატივში, რომელი არის კოლუმბის მცირე სამშობლო. სწავლობდა პავიის უნივერსიტეტში. დაახლოებით [[1470]] წელს ცოლად შეირთო დონა ფელიპე მონის დე პალესტრელო. დონა ფელიპეს მამა ცნობილი ზღვაოსანი იყო პრინც ენრიკეს დროს. კოლუმბის ჩანაწერების მიხედვით მისი ცოლის მზითებიში შედიოდა კუნძული პორტო სანტო, თუმცა ეს დადასტურებული არ არის ისტორიკოსების მიერ. [[1472]] წლამდე კოლუმბი ცხოვრობდა გენუაში, 1472 წელს კი სავონაში. 70-იან წლებში იგი მონაწილეობას იღებდა საზღვაო სავაჭრო ექსპედიციებში. ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ [[1474]] წელს, ასტრონომმა და გეოგრაფმა პაოლო ტოსკანელიმ, წერილში აუწყა მას, რომ მისი აზრით, ინდოეთამდე შესაძლებელია მიაღწიო გაცილებით მოკლე საზღვაო გზით, თუ იცურებ დასავლეთით. როგორც ჩანს, უკვე მაშინ კოლუმბი ფიქრობდა თავის მოგზაურობის პროექტზე ინდოეთში. მან გამოიტანა საკუთარი დასკვნები ტოსკანელის რჩევებზე დაყრდნობით, გადაწყვიტა, რომ უფრო მოსახერხებელია გაცურო კანარის კუნძულების გავლით, საიდანც მისი აზრით იაპონიამდე დაახლოებით 5 ათასი კილომეტრი რჩებოდა.
 
[[1476]] წლიდან კოლუმბი ინაცვლებს პორტუგალიაში, სადაც 9 წლის განმავლობაში ცხოვრობს. ცნობილია რომ კოლუმბი ეწვია ინგლისს, ირლანდიას და ისლანდიას, სადაც იგი ისლანდიელების მონაცემებს გაეცნო, დასავლეთის მიწების შესახებ. ამავე დროში, ის ასწრებს მოინახულოს ასევე გვინეა.
 
1475-1480 წლებში კოლუმბი პირველად მიუბრუნდა თავის წინადადებას გაეცურა ინდოეთისკენ დასავლეთის წყლების გავლით. ამის შესახებ აცნობა მან თავის ხელისუფლებას და ვაჭრებს მშობლიურ გენუაში. გამოხმაურება არ მოჰყოლია.
 
[[1483]] წელს კოლუმბმა პროექტი წარუდგინა პორტუგალიის მეფეს ჟუან II-ს, მაგრამ დიდი ხნის შესწავლის შემდეგ პროექტი უარყოფილია.
 
== კოლუმბი ესპანეთში ==
[[ფაილი:Monument a Colom 2.jpg|thumb|right|250px|კოლუმბის ყველაზე დიდი ძეგლი ბარსელონაში]]
[[ფაილი:Columbus Barcelona.JPG|thumb|left|250px|კოლუმბის ძეგლი ბარსელონაში]]
1485 წელს კოლუმბი შვილ დიეგოსთან ერთად გადადის ესპანეთში. 1485-1486 წლებში ზამთარში იგი თავშესაფარს ჰპოვებს მონასტერ სანტა-მარია-და-რაბიდაში მათხოვრის სტატუსით. მმართველმა ხუან პერეს დე მარჩენამ მიიღო ის და ფაქტობრივად გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს. მანვე გაუგზავნა პირველი წერილი ფერნანდო დე ტალავერას, მის ნაცნობს-დედოფლის მოძღვარს, კოლუმბის იდეის მოკლე აღწერით. ესპანეთის მეფე ამ დროს იმყოფებოდა ქალაქ კორდოვაში, სადაც გრანადასთან ომის წინა სამზადისი მიმდინარეობდა მეფის პირადი მონაწილეობით. 1486 წლის განმავლობაში კოლუმბი კავშირს ამყარებს მეფის ფინანსურ მრჩევლებთან, ვაჭრებთან და ბანკირებთან. მხოლოდ 1486 წლის ზამთარში კოლუმბი წარდგენილი იქნა პედრო გონსალეს დე მენდოსას, არქიეპისკოპოს ტოლედოს და ესპანეთის კარდინალის წინაშე. კოლუმბის წინადადებას რამდენიმეჯერ სწავლობენ კოსმოგრაფები, მონარქები და იურისტები. მას უარყოფენ და თვლიან გადამეტებულად.
 
20 მარტს (სხვა წყაროებით-20 მაისს) 1488 წელს, კოლუმბმა მოულოდნელად მიიღო წერილი პორტუგალიის მეფისგან, დაბრუნებულიყო პორტუგალიაში. ყურადღებას იქცევს უდიდებულესობის სიტყვები წერილში: „თუ თქვენ თვლით რომ საფრთხეში იგდებთ თავს ამით, იცოდეთ, რომ არა მარტო ჩამოსვლისას არამედ აქ ყოფნისას და გამგზავრებისას, თქვენ არ იქნებით დაპატიმრებული, დაკავებული, გასამართლებული ან ეჭვმიტანილი ნებისმიერ მიზეზად. თქვენ გექნებათ მოხსნილი ყველა მოქალაქეობრივი და არამოქალაქეობრივი მოვალეობა“.
 
კოლუმბი გზავნის თავის პროექტს ინგლისის მეფე ჰენრი VII 1488 წლის თებერვალში მან მიიღო ისეთივე დიდსულოვანი პასუხი (მაგრამ კონკრეტული წინადადების გარეშე).
 
[[1491]] წელს კოლუმბი წარუდგება ჰერცოგ მედინა-სედონიას 100-ზე მეტი სავაჭრო გემის მფლობელს, მაგრამ უარს მიიღებს.
 
საბოლოოდ იანვარში [[1492]] წელს მოხდა დიდხანს ნაცადი შემთხვევა: აღებული იქნა ალგამბრის ციხე-სიმაგრე. გრანადა დაეცა, ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{Commons|Christophorus Columbus|Christopher Columbus}}
* [http://www.bartleby.com/43/2.html კოლუმბის მიერ ლუის დე ნასტ ანგელის მიმართ დაწერილი წერილი, სადაც აუწყებს თავისი აღმოჩენის შესახებ]