გიორგი ლომთათიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
{{მმ*|ლომთათიძე}}
'''გიორგი ალექსანდრეს ძე ლომთათიძე''' (დ. [[26 ნოემბერი]], [[1914]], დაბა ცხინვალი — გ. [[23 ოქტომბერი]], [[1971]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] არქეოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ქართული ლიტერატურისა და კულტურის მკვლევარი, 75 ნაშრომის ავტორი. [[1965]] წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებული [[შუა საუკუნეები]]ს არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. [[ციხე]] -ქალაქ [[უჯარმა|უჯარმის]], [[ნადარბაზევის სასახლე|ნადარბაზევის]], ძველი [[თბილისი]]ს, „[[განჯა|განჯის]] კარის“, [[ურბნისი]]ს, [[ვარციხე|ვარციხის]], [[კვეტერა|კვეტერის]], [[ხვამლი]]ს და სხვა ექსპედიციების მონაწილე. მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის [[საქართველო]]ს უძველესი დედაქალაქის [[მცხეთა|მცხეთის]] ისტორიული წარსულის შესწავლაში. მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰქონდა [[არმაზისხევი|არმაზისხევში]], [[არმაზციხე]]სა და [[სამთავრო]]ში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მცხეთის მიდამოებში წარმოებულ გათხრებს.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].