აზნაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
185.70.52.224-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 35:
მთავრობის წვრილი აზნაურეობის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს უპირისპირებდა უკმაყოფილებას, რომელსაც ძველი პოლიტიკური უფლებების დაკარგვის გამო სულ უფრო მეტად ამჟღავნებდა ქართველი მსხვილი მემამულე არისტოკრატია. შემთხვევითი არ არის, რომ მთავრობის სათანადო აქტი გამოქვეყნდა 1832 წლის შეთქმულების მომდევნო წელსვე. საყურადღებოა ისიც, რომ 1833 პეტერბურგის მმართველი წრეები ამ მხრივ მეტ რადიკალობას იჩენდნენ, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფალნი ოციანი წლების დამდეგს. „დიდგვაროვანთა“ მიმართ თვითმპყრობელობა მაინც ერიდებოდა უხეშ ზომებს, რადგან მისი მიზანი იყო ამ ჯგუფის ერთგვარი „დატუქსვა“ და არასრული გარიყვა. აზნაურთა განთავისუფლებით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება თავადებს სახელმწიფო სამსახურით შეეძლოთ. მთავრობა მათ ამისათვის ფართო შესაძლებლობას უქმნიდა. მთავრობა კიდევ უფრო დიდ სიუხვეს იჩენდა გლეხობის ხარჯზე ორივე წოდების გულის მოსაგებად: XIX საუკუნის I ნახევარში თვითმპყრობელობამ საქართველოში ზედიზედ გამოსცა რამდენიმე განკარგულება, რომლებიც მიზნად ისახავდნენ გლეხობის სრულ დამონებას. გლეხებს აეკრძალათ სასამართლოში ბატონზე საჩივრის შეტანა და სასამართლოს საშუალებით თავისუფლების ძიება. ბატონებს კი, პირიქით, უფლება მიენიჭათ მკაცრად გასწორებოდნენ ურჩ ყმებს. ამ ღონისძიებებით ადგილობრივი გაბატონებული კლასების ყურადღება პოლიტიკური სფეროდან სოციალურ სფეროში იქნა გადატანილი. ერთგვარი შინაკლასობრივი ანტაგონიზმი თავადებსა და აზნაურებს შორის შემდეგშიც იჩენდა თავს.
 
აზნაურობის ეკონომიკური საფუძვლის - ბატონყმური მეურნეობის - რღვევამ ამ წოდების შეუჩერებელი დაცემა გამოიწვია. ბატონყმობის გაუქმებამ და კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებამ აზნაურობა საბოლოოდ გააღატაკა. [[რუსეთის ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციამ]] საბოლოოდ მოსპო აზნაურობა, როგორც მემამულეთა კლასის ნაწილი და პრივილეგიური წოდება.
 
== ლიტერატურა ==
* ''ჯანაშია ს.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 214-215, თბ., 1975
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზნაური“-დან