რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|რუსეთ-ოსმალეთის ომი}}
[[ფაილი:Kars 1828.jpg|thumb|300px|ყარსის ალყა 1828]]
'''რუსეთ-ოსმალეთის ომი''' — სამხედრო დაპირისპირება [[რუსეთის იმპერია|რუსეთისა]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] იმპერიებს შორის [[1828]]-[[1829]] წლებში. ეს ომი [[საბერძნეთის რევოლუცია|საბერძნეთის დამოუკიდებლობის ომის]] გამო იყო გამოწვეული. ომი დაიწყო, როდესაც სულთანმა რუსეთის [[ნავარინოს ბრძოლა]]ში მონაწილეობით გაღიზიანების გამო [[დარდანელის სრუტე]] დახურა რუსეთის გემებისთვის და ამით [[აკერმანის კონვენცია]] დაარღვია. რუსეთი ომსომისთვის მომზადებული შეხვდაიყო, ამიტომ ის მისთვის ხელსაყრელ ვითარებაში მიმდინარეობდა, რამაც მისი გამარჯვება განაპირობა. ომი დასრულდა [[ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულება (1829)|ადრიანოპოლის ზავი]]თ. ომის შედეგად რუსეთმა გააფართოვა თავისი საზღვრები, მტკიცედ მოიკიდა ფეხი [[კავკასია]]ში და განამტკიცა პოზიციები [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]].
 
==ომის მიმდინარეობა==
1827 წლის 8 დეკემბერს ოსმალეთის სულთანმა გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ის აპირებდა სამხრეთ კავკასიაში პოზიციების აღდგენას. რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოცხადდაგამოუცხადა 1828 წლის 14 აპრილს. სულთანმა მთელ მუსლიმურ სამყაროს მოუწოდა საღვთო ომისკენ. შეტაკებების დაწყებისას რუსეთის არმია 92000 ჯარისკაცისგან შედგებოდა, ხოლო ოსმალეთის ძალები 150000-ს აჭარბებდა, რომელთაც [[ჰუსეინ ფაშა]] მეთაურობდა. [[1828]] წლის ივნისში რუსეთის მთავარმა ძალებმა იმპერატორ [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I]]-ის მეთაურობით [[დუნაი]] გადაკვეთეს და დობრუჯაში შეიჭრნენ. მანამდე, რუსეთის მთავარსარდალი გრაფი [[პეტრე ვიგენშტაინი]] კი ვალახეთში შეიჭრა და [[ბრაილა]] და [[ბუქარესტი]] აიღო სირთულის გარეშე. შემდგომი წინსვლა ბალკანეთის ფრონტზე რუსეთმა ვერ შეძლო, ამიტომ ომი განავრცო კავკასიაში.
 
ამის შემდეგ ომი განივრცო კავკასიაში [[არზრუმი]]სა და [[აჭარა|აჭარის]] მიმართულებით. რუსეთმა 11 ივნისს დაიკავა ანაპის ციხე, 23 ივნისს — ყარსის ციხე[[ყარსი]]. ივლისში [[აჰმედ-ფაშა (ხიმშიაშვილი)|აჰმედ-ფაშა ხიმშიაშვილის]] მეთაურობით 4 ათასი კაცი [[გურიის სამთავრო]]ში შეიჭრა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გურიის მმართველმა [[სოფიო]]მ ოსმალეთის მფარველობა მიიღო და ოსმალეთს უჭერდა მხარს. რუსეთმა 15 ივლისს აიღო [[ფოთი]], 24 ივლისს — [[ახალქალაქი]], 26 ივლისს — ხერთვისის ციხე. აჰმედ-ფაშა იძულებული გახდა [[ახალციხის საფაშო]]ში დაბრუნებულიყო და იქ უწევდა რუსეთს მედგარ წინააღმდეგობას, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა გასცლოდა ახალციხეს და აჭარაში გადასულიყო, რადგან რუსეთმა 16 აგვისტოს ახალციხე აიღო,. 28 აგვისტოს [[ალექსანდრე ჭავჭავაძე]]მ აიღო ბაიაზეთი. ამავე წლის აგვისტოში რუსეთის ფლოტმა დაბობმა ოსმალეთის სიმაგრეები [[ჭანეთი|ჭანეთში]], მაგრამ ამას რაიმე შედეგი არ მოუტანია.
 
1829 წლის თებერვალში ხიმშიაშვილმა მოიკრიბა ძალები და ახალციხეს შეუტია, მაგრამ მას სათანადო დახმარება ვერ აღმოუჩინა აბდი-ბეგმა და აჰმედმა კვლავ აჭარაში დაიხია უკან.<ref>''ახვლედიანი ხ''. „ნარკვევები აჭარის ისტორიიდან“ გვ. 47-56 — ბათუმი 1944 წ.</ref>რუსეთს განზრახული ჰქონდა აჭარის დალაშქრვაც, მაგრამ ზამთრის კლიმატისა და რთული რელიეფის გამო თავი შეიკავა. ამან საშუალება მისცა ხიმშიაშვილს მოლაპარაკებები გაემართა ბებუთოვთან. მოლაპარაკებები შედიოდა რუსეთის ინტერესებშიც, რადგან ის უომრად მიიღებდა აჭარას. ხიმშიაშვილი თანახმა იყო ფაშისა და გენერლის ტიტულისა და აჭარის მმართველობის შენარჩუნების სანაცვლოდ მიეღო რუსეთის ქვეშევრდომობა, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც გაჭიანურდა.
 
1829 წლის 27 ივნისს რუსეთმა აიღო არზრუმი[[ერზურუმი]]. გენერალი ბებუთოვი სომხეთის ოლქის უფროსად გადაიყვანეს, მის ნაცვლად კი დანიშნეს ბარონი ოსტენ-საკენი, რომელსაც ხიმშიაშვილი არ ენდობოდა. ოსტენ-საკენმა ხიმშიაშვილს მისცა ოთხი დღის ვადა, რათა თავად, ან მისი შვილი გამოცხადებულიყვნენ რუსეთის ბანაკში და მიეღოთ ქვეშევრდომობა. ხიმშიაშვილმა არ მიიღო ეს პირობა და ოსტენ-საკენი 12 აგვისტოს შევიდა ზემო აჭარაში სამი ქვეითი ბატალიონით, 2700 ხიშტით, კაზაკთა პოლკით, სამი სამთო და ოთქი მცირე ქვემეხით. ასე მივიდა [[ხულო]]მდე. ოსტენ-საკენი წინააღმდეგობას შეხვდა, ამიტომ იძულებული გახდა დიდი დანაკლისით უკან გაბრუნებულიყო 28 აგვისტოს.<ref>''ტივაძე გ.'' „ოსმალეთის დერვიშობა და გლეხთა აჯანყებანი XVI საუკუნეში“ გვ. 88 — თბილისი, 1946</ref>
 
საქართველოს მთავარმმართებელმა [[ივანე პასკევიჩი|გენერალმაივანე პასკევიჩმა]] გენერალ გესეს[[კარლ ჰესე]]ს დაავალა, აეღო [[ბათუმი]]. გესემჰესემ დაიწყო მოლაპარაკებების გამართვა ადგილობრივ ბეგებთან. ოსმალეთისხელისუფლებამ იცოდა რა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსეთისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, იქ გაგზავნა რვა ათასი ასკერი ტუსჩიოღლის მეთაურობით, რომელმაც დაარწმუნა ადგილობრივი ბეგები, რომ მართალია, ოსმალეთი ახლა ომს აგებდა, მაგრამ მთელი [[ევროპა]] ოსმალეთს უჭერდა მხარს და მალე ყველაფერი შეიცვლებოდა. 1829 წლის 4 აგვისტოს რუსეთის ჯარი ორი მიმართულებით დაიძრა ბათუმისკენ: ერთი [[შეკვეთილი]]დან [[ქობულეთი]]სკენ პოლკოვნიკ პატოვსკის ხელმძღვანელობით და და მეორე [[ოზურგეთი]]დან [[მუხაესტატე]]ს გავლით გესესჰესეს ხელმძღვანელობით. მუხაესტატესთან გამაგრებული ოსმალები გესემჰესემ პირწმინდად დაამარცხა. ქობულეთში გამაგრებულმა ოსმალებმა უკან დაიხიეს და ციხისძირის პოზიციებიც მიატოვეს. ქობულეთიდან ზღვით გაიქცა [[სოფიო|სოფიო გურიელი]]. გესემჰესემ არ გამოიყენა ხელსაყრელი მომენტი, ბათუმზე შეტევის ნაცვლად [[კინტრიში|კინტრიშზე]] გამაგრდა და კვლავ დაიწყო მოლაპარაკებები. ამან საშუალება მისცა ოსმალებს ხელახლა გაემაგრებინათ ციხისძირი. 17 სექტემბერს გესემჰესემ იერიში მიიტანა ციხისძირზე, მაგრამ დაკარგა ცოცხალი ძალის ორი მესამედი. ეს ამ ომში კავკასიის ფრონტზე რუსების ყველაზე დიდი მარცხი იყო. გესეჰესე იძულებულ ხდებოდა დაეთმო უკვე დაკავებული ტერიტორიები, მაგრამ ამასობაში მოუსწრო ადრიანოპოლის ზავმა.
 
==შედეგები==
რუსეთმა ამიერკავკასიაში მიიღო [[ანაპა]], [[ფოთი]], [[ახალციხე]] და [[ახალქალაქი]]. ოსმალეთს დარჩა ომის დროს რუსეთის მიერ დაკავებული [[ყარსი]], [[არტაანი]], [[ბაიაზეთი]]. საზღვარმა კავკასიაში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის გაიარა მდინარე [[ჩოლოქი|ჩოლოქზე]]. <ref>''[[გიორგი ხაჭაპურიძე|ხაჭაპურიძე გ.]]'', „გურიის აჯანყება 1841 წელს“, 1931 წ.</ref>
 
საზღვარის ჩოლოქზე გავლება მხოლოდ ტექნიკურმა ლაფსუსმა გამოიწვია. საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას გურიის მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებისა და საზავო რუკის შედგენის დროს, მდინარეთა სახელწოდების აღრევის გამო, საზღვარი გაავლეს არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. სწორედ ამიტომ [[გურია|ქვემო გურია]] აღმოჩნდა ოსმალეთის საზღვრებში. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტკიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.<ref>''ნოზაძე ვ.'' „საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო“, გვ. 8 — თბილისი, 1989</ref><ref>[http://foreigners-georgia.blogspot.com/2017/01/edward-backhouse-eastwick-journal-of_13.html Edward Backhouse Eastwick, Journal of a Diplomate's Three Years' Residence in Persia (1864) - Part 1]</ref>
ხაზი 21:
==ლიტერატურა==
{{ქსე|8|505}}
*{{წიგნი|ავტორი=[[ზაზა აბაშიძე|აბაშიძე ზ.]], ბახტაძე მ, [[ოთარ ჯანელიძე|ჯანელიძე ო.]]|სათაური=„საქართველო და ქართველები“|ადგილი=თბილისი|წელი=2013|ISBN=978-9941-0-5498-3|გვერდები=488-489}}
*''გოგოლიშვილი ო.'' „რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომი და აჭარა“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N18 2016 წ. გვ. 174-181 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 წ. ISSN 1512-3154