წითელწყაროს წმინდა ბარბარეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროში.
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ტაძარი | ტაძრის_სახელი = წითელწყაროს წმინდა ბარბარეს ეკლესია | infobox_width = 250px | სურათი = | სურათი_ზომა = | წარწერა = | რუკა_ტიპი = საქართველო | რუკა_ზომა...
(განსხვავება არ არის)

13:30, 29 ივლისი 2021-ის ვერსია

წითელწყაროს წმინდა ბარბარეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროში.

წითელწყაროს წმინდა ბარბარეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა წითელწყარო
დეტალები

დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის და ჯიშის ნაწილობრივ დამუშავებული და ნატეხი ქვით დუღაბზე. წყობის ხაზოვნება არაა დაცული. სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდება ქვის ზომები. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი არქიტრავულია. არქიტრავის ქვაზე ჯვარია ამოკაწრული. აფსიდა ნახევარწრიულია მხრით გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის ღერძზე სარკმელია გაჭრილი (თავის ფორმა არ ირკვევა). საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია გაკეთებული. ეკლესიის ძლიერი დაზიანების და ნაშალი ფენით დაფარვის გამო სხვა დეტალები არ ირკვევა.

რესურსები ინტერნეტში

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38152