კოლხეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
178.134.33.112-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Agentt Smith-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 106:
სახელწოდებას „კოლხიდა“, „კოლხეთი“ ქართული არ იცნობს, ის არანაირი ფორმით თუ სახით არ გვხვდება ქართულ წყაროებში და მწიგნობრული გზით იქნა გადმოტანილი ბერძნების მიერ<ref>[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000464/ ნ. ლომოური]</ref>. ქართულ წყაროებში ის მოიხსენიება როგორც ეგრისი.
 
როგორც ძველი „კოლხა“, ისე მოგვიანო პერიოდის „კოლხეთი“ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა და, ცხადია, აქ მხოლოდ ერთი ეთნიკური ჯგუფი - კოლხები არ იყვნენ განსახლებულნი. ტერმინი „კოლხეთი“ ძველ ავტორებთან ძირითდად ორი მნიშვნელობით იხმარებოდა - როგორც საკუთრივ კოლხების ეთნოსის აღმნიშვნელი და როგორც კრებითი სახელი მთელი ამ ტერიტორიისა, რომელზეც კოლხთა პოლიტიკური ჰეგემონია ვრცელდებოდა. ასევე იყო უფრო ადრეც, როდესაც შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი სანაპიროების ტომები გაერთიანებულნი იყვნენ კოლხას სახელმწიფოში, რომლისსცენტრირომლის ცენტრი კოლა-არტაანის მხარეში მდებარეობდა. კიმირიელთა შემოსევების შემდეგ კოლხას პოლიტიკურმა ცენტრმა ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლა და [[ძვ. წ. VI საუკუნე|ქ. შ.-მდე VI საუკუნეში]] შექმნილ სახელმწიფოს კვლავ იგივე სახელწოდება შეუნარჩუნდა (კოლხა-კოლხეთი). ეს ახალი სახელმწიფოც ბერძნებისთვის იგივე კოლხეთი იყო, რადგან იგივე ტომებისგან შედგებოდა, რაც ადრე კოლხა-კულხა (ბერძნებისთვის ოქროს საწმისის ქვეყანა).
 
ტერმინები „კოლხა“, „კოლხეთი“ და „კოლხები“ უკავშირდება იმ ქართულ ისტორიულ მხარეს - კოლას (კოლა-არტაანს), სადაც ძველი კოლხას ცენტრი უნდა ყოფილიყო ([[ივანე ჯავახიშვილი]], [[გიორგი მელიქიშვილი]]). „ამ სახელწოდებას („კოლები, „კოლხები“) ატარებდნენ უთუოდ კოლას ოლქსა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიაზე მობინადრე კოლხას პოლიტიკური გაერთიანების შემქმნელი ტომები - მთელი მისი არსებობის მანძილზე. კოლებად, ანუ კოლხებად წოდებული ეს ტომები, როგორც ჩანს, არ გადაშენებულან მათი გაერთიანების დაშლის შემდეგაც. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ შემდეგშიც. კერძოდ, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ცენტრალური რეგიონების სხვა დაწინეურებულ ტომებთან ერთად დიდ მონაწილეობას იღებდნენ ამ ტერიტორიაზე ახალი სამეფოს ე. წ. კოლხეთის სამეფოს შექმნაში და ამდენად გამოდიოდნენ ძველი კოლხური სახელმწიფოებრიობის ტრადიციების გამგრძელებლად ([[მერი ინაძე]]).