გიგა ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎შემოქმედება: -დაუდასტურებელი ფაქტი
კატეგორიის შეცვლა
ხაზი 23:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა შალვა და ქეთევან ჯაფარიძეების ოჯახში. თხუთმეტი წლის გიგა სასწავლებლად თბილისში გაემგზავრა და თბილისის საამშენებლო-არქიტექტურულ ტექნიკუმში ჩაირიცხა. უსახსრობის გამო გიგამ ვერ შეძლო დაესრულებია სწავლა და ონში დაბრუნდა. სარაიონო კულტურის სახლში მან ჩამოაყალიბა აგიტ-მხატვრული ბრიგადა. გიგა თანამოაზრეებთან ერთად დადიოდა სოფელ-სოფელ და გლეხობას თეატრის მადლს სცხებდა. გიგამ საშუალო სკოლა წარჩინებით დაასრულა და სწავლა კვლავ თბილისში კინო-სტუდიასთან არსებულ კინო-სამსახიობო ფაკულტეტზე განაგრძო (მოსკოვის კინო-მსახიობთა ინსტიტუტის ფილიალი ).
 
გიგამ სერიოზული თეატრალური მოღვაწეობა ამბროლაურის თეატრის სცენაზე დაიწყო. სწორედ, მისი რეჟისორობის პერიოდში ამბროლაურის თეატრს „სახალხოს“ წოდება მიენიჭა. რამდენიმე წლის შემდეგ გიგა მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. გიგას ირგვლივ გაერთიანდა ონის საზოგადოების, ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი, რომელთა ერთგულებითაც გიგა დღესასწაულებს ქმნიდა ონის სახალხო თეატრის სცენაზე.
ხაზი 36:
მას სხვა თეატრებიც იწვევდნენ, როგორც რეჟისორს. საქართველოს ტელევიზია დღესაც ხშირად აჩვენებს [[მესხიშვილის თეატრი|ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი]]ს სცენაზე გიგას ხორცშესხმულ სპექტაკლს „მუნჯები ალაპარაკდნენ“.
 
გიგა არამარტო სპექტაკლებს, არამედ დიდი სახალხო დღესასწაულების დამდგმელი რეჟისორიც იყო. დაუვიწყარ მოგონებად რჩება [[უჩა ჯაფარიძე|უჩა ჯაფარიძის]] და [[ირაკლი აბაშიძე|ირაკლი აბაშიძის]] სტუმრობა ქალაქ ონში, [[რუსთაველი]]ს საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი სანახაობა ონის სანახებში, თბილისში [[ვაკის პარკი|ვაკის პარკში]] 9 მაისისადმი მიძღვნილი გრანდიოზული სანახაობა, მასწავლებელთა ყრილობისათვის ჩატარებული დღესასწაული და სხვა მრავალი.
 
მისი კიდევ ერთი დიდ მადლია ის, რომ დღეს რაჭული საკრავი [[გუდასტვირი]] ცოცხალია. გიგამ დროულად იგრძნო სტვირის გადაშენების საშიშროება . იგი ესტუმრა ლუკია მესტვირეს და ისწავლა მისაგან სტვირზე დაკვრა. გიგა ამის შემდგომ ხშირად გამოდიოდა სახალხო დღესასწაულებზე სტვირით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგა ჯაფარიძე იყო პირველი თოვლის ბაბუა ახალ წელს საქართველოში, რომელიც საქართველოს ტელევიზიით გამოჩნდა.
 
შემდგომში სტვირი გიგამ თავის უმცროს ძმას — შალვას ასწავლა, რომელმაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა სტვირი და მრავალი მოწაფეც აღზარდა.
 
იგი არის მრავალი ლექსისა და სიმღერის ავტორი. თვით გიგა საოცარო მგზნებარებით კითხულობდა საკუთარ ლექსებს. დაუვიწყარია მისი „ჰიმნი დედაქალაქს“, „სამშობლო“ და სხვა.
სიცოცხლის ბოლო წლებში გამოიცა მისი ლექსების კრებული „ხარჯიხვთა კვეთების დღე“, რომელშიც გიგას საუკეთესო ლექსები შევიდა.
 
საქართველოს ტელეფილმების სტუდიამ [[ლერი სიხარულიძე |ლერი სიხარულიძის]] რეჟისორობით გადაიღო ფილმი ბატონ გიგაზე „სახალხო არტისტი“.
 
ამ წლებში ბატონ გელა ჭიჭინაძის თანადგომით ბატონმა გიგამ თანამოაზრეებთან ერთად შექმნა თეატრალური სახელოსნო, რომელსაც „თეატრინი“ უწოდა.
ხაზი 59:
 
{{DEFAULTSORT:ჯაფარიძე, გიგა}}
[[კატეგორია:დაბადებული 29 მაისი]]
 
[[კატეგორია:დაბადებული 29 მაისი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1924]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2003]]
[[კატეგორია:ქართველი მსახიობები]]
[[კატეგორია:ქართველი რეჟისორები]]
[[კატეგორია:საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები]]
[[კატეგორია:ონის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიგა_ჯაფარიძე“-დან