საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
უზენაესი საბჭო, მიუხედავად [[კაპიტალიზმი|კაპიტალიზმზე]] ეტაპობრივი გადასვლის მხარდაჭერისა, იქცა [[ქართული ნაციონალიზმი]]ს ორგანოდ. საბჭოში ხდებოდა უმცირესობის, ზომიერი ოპოზიციის და საბჭოში წარმომადგენლობის არმქონე ეთნიკური უმცირესობების შეხედულებათა მარგინალიზაცია. უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერში გააუქმა [[სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი]]. 1991 წლის 9 აპრილს [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა|აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა]].
 
იმოქმედა უზენაესი საბჭოს მხოლოდ პირველმა მოწვევამ 1990 წლის 14 ნოემბრიდან 1992 წლამდე.<ref>[http://www.parliament.ge/ge/parlamentarebi/wina-mowvevis-parlamentebi/saqartvelos-respublikis-pirveli-mowvevis-uzenaesi-sabcho-1990-1991-ww საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო - 1990 - 1991 წწ]</ref> 1992 წლის იანვარში [[თბილისის ომი|სახელმწიფო გადატრიალების]] შემდეგ უზენაესი საბჭო დათხოვნილ იქნა [[საქართველოს სამხედრო საბჭო|სამხედრო საბჭოს]] გადაწყვეტილებით 1992 წლის 2 იანვარს. სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია#კონსტიტუცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ|აღდგენილად გამოაცხადა]] 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1992 წლის 4 ნოემბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები. ახალი წარმომადგენლობითი ორგანო — [[საქართველოს პარლამენტი]] — არჩეულ იქნა 1992 წლის ნოემბერში.
 
==თავმჯდომარეები==