ზღუდერის მცირე ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ზღუდერის მცირე ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუ...
(განსხვავება არ არის)

09:03, 17 იანვარი 2021-ის ვერსია

ზღუდერის მცირე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში სამნავიანი ბაზილიკიდან 10 მეტრის მოშორებით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიის კელდები 3 მეტრამდეა შემორჩენილი, ხოლო აფსიდას კედლის შუა ნაწილი შენგრეულია.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვის დიდი ზომის თლილი კვადრებით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს, ორივე მათგანი ქვის არქიტრავითაა გადახურული. სამხრეთის შესასვლელის არქიტრავის ზემოთ ქვის ტიმპანი და თაღოვანი გადახურვაა. სამხრეთის კედელში შემორჩენილია ორი სარკმელი. დარბაზის გრძივი კედლები გლუვია. სამხრეთ ფასადზე ტიმპანის თაღოვან ნაწილს ორზოლიანი დეკორატიული ღარი გასდევს, ხოლო არქიტრავის განაპირა ნაწილებში შეწყვილებული გირჩებია.

ლიტერატურა