ბაქარი და ბაკური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Lasha-george გვერდი „ბაქარ I“ გადაიტანა გვერდზე „ბაქარი და ბაკური“
ხაზი 11:
===ბაქარი და ბაკური მეფეები===
ქართული მატიანეთა გადმოცემით იბერიის სამეფო ტახტი მირიანის შთამომავლობიდან ძეებს უნდა დაემკვიდრათ და იქიდან გამომდინარე რომ ძეებიდან ქართლში მარტო რევი იყო შესაბამისად თუ ბაქარი არ დაბრუნდებოდა ტახტზე რევი უნდა ასულიყო. მაგრამ ისტორია შებრუნდა და ბაქარი დააბრუნეს მძევლობიდან დიდი პატივით ხოლო რევი კი მიიცვლება ჯერ კიდევ მირიანის სიცოცხლეში. რევს კი რჩება ორი ძე '''ბაკური''' და '''თრდატი'''. სწორედ რევის გარდაცვალების შემდეგ იწყება ქიშპობა იბერიის ტახტის მემკვიდრეობაზე მირიანის ძის ბაქარისა და რევის ძე ბაკურს შორის. საბოლოოდ ბაქარის შთამომავლობას ''„ბაქარიანებად“'', რევის შთამომავლობას ''„რევიანებად“'', ხოლო მათი დის შთამომავლობას, მისი მეუღლის ფეროზის გამო ''„ფეროზიანელებად“'' მოიხსენებენ.
 
<ref group="კ">{{ციტირება|მაშინ კეისარსა კოსტანტინეს, რომელ ჰყვა მძევალი ძე მირიანისი, რომელსა ერქუა '''ბაქარ''', გამოუგზავნა მეფემან კოსტანტინე ნიჭითა დიდითა და მოუწერა ესრეთ: „მე, კოსტანტინე, თჳთმპყრობელი, ახალი მონაჲ ცათა მეუფისაჲ, პირველ ეშმაკისაგან წარტყუენული და გამოჴსნილი დამბადებელისა მიერ, მოვსწერ შენდა, ღმრთივ განბრძნობილისა, ჩემ თანავე ახალნერგისა მორწმუნისა მეფისა მირიანისა: იყავნ შენ თანა მშჳდობაჲ და სიხარული, ვინაჲთგან იცან შენ სამებაჲ და ერთარსებაჲ, ღმერთი დაუსაბამოჲ, დამბადებელი ყოვლისაჲ, არღარა მიჴმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არს ჩუენ შორის შუამდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, პირველ ჟამთა შობილი, რომელი განკაცნა ჴსნისათჳს ჩუენისა, და ჯუარი მისი პატიოსანი, რომელი მოცემულ არს ჩუენდა წინამძღურად ჩუენდა, გულითა მოსავთა მისთა. და შუამდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისაჲთა ვიყვნეთ ჩუენ სიყუარულსა ზედა ძმებრივსა. შვილი შენი შენდავე მიმინიჭებია, იხილე და განიხარე, და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშჳდობისაჲ იყავნ შენ თანა მარადის. განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცთური საზღვართაგან შენთა.
 
მოვიდა '''ბაქარ, ძე მეფისაჲ''', და მოციქული კოსტანტინე მეფისაჲ მცხეთას. აღივსნეს სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და ჰმადლობდეს ღმერთსა, ნიჭთა დიდთა მომცემელსა. მაშინ მირიან მეფემან განასრულა ეკლესიაჲ საებისკოპოსოჲ და აღასრულა სატფურებაჲ მისი მრავლითა დიდებითა, და მოქცევითგან მირიან მეფისაჲთა '''კე წელსა მოკუდა ძე მისი, რევ''', სიძე თრდატ სომეხთა მეფისაჲ, რომელსა მიეცა მეფობაჲ სიცოცხლესავე თჳსსა, და დაფლეს აკლდამასავე, რომელი თჳთ მასვე, რევს, აღეშენა. და მასვე წელიწადსა დასნეულდა '''მირიან მეფე, რომელიცა აღესრულა'''.
 
და მოიყვანა ძე მისი, '''ბაქარ''', და ცოლი მისი, ნანა, და ჰრქუა ნანას: „აჰა, ესერა, მე წარვალ, ვინაჲცა მოვედ, და ვჰმადლობ მრავალმოწყალესა ღმერთსა, დამბადებელსა ცათა და ქუეყანისასა, რომელმან წარტყუენული ეშმაკისაგან მიჴსნა მე პირისაგან ჯოჯოხეთისა და ღირსჶმყო მე მარჯუენითთა მისთა თანა. და შენ, ნანა, უკუეთუ გეცესღა მოცალებაჲ ცხორებისაჲ ჩემსა შემდგომად, განყავ სამეფოჲ განძი ჩუენი ორად და მიიღე სამარხავსა ნინოჲსსა, განმათლებელისა ჩუენისა, ჟამთა შეცვალებისათჳს, რაჲთა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი, რამეთუ მეფეთა საჯდომი არს, არამედ მწირ არს“.
 
ეგრეთვე დავედრა ებისკოპოსთა, რაჲთა ადიდონ დიდებაჲ მის ადგილისაჲ, რამეთუ ღირს არს პატივისცემისა. ხოლო ძესა თჳსსა ჰრქუა: „შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩემი ნათელად და სიკუდილი – ცხოვრებად. შენდა მომიცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისაჲ, ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქუეყანისამან, დაგამტკიცენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა, იწურთიდი ყოვლადვე მცნებათა ძისა ღმრთისათა და დაადგერ სრულიად მათ ზედა, და სახელსა ზედა ქრისტესსა სიკუდილი ცხოვრებად გიჩნდინ, რომლითა წარუვალი ცხოვრებაჲ მოიგო, და, სადა ჰპოვნე ვნებანი იგი ცეცხლისმსახურებისანი, კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი შეასუ, რომელნი მათ ესვიდენ. და ესე შვილთაცა შენთა ამცენ, რამეთუ მე ვიცი იგი, რომელ კავკასიანთაცა შინავე დაილევიან. ხოლო შენ ამას შეუდეგ გულითა შენითა, და თავი შენი შეჰვედრე ძესა ღმრთისასა, და პირველ ჟამთა შობილსა, განკაცებულსა და ვნებულსა ჴსნისათჳს ჩუენისა, და წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა სძლო მტერთა, ვითარცა აქუს ჩუეულებაჲ გულით მოსავთა შენთა და პატივჶსცემდი სუეტსა მას ცხოველსა, ღმრთივაღმართებულსა. და იყავნ ყოვლითურთ სასოებაჲ შენი მისა მიმართ, და იყავნ მისლვაჲ შენი ძილად საუკუნოდ სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისასა“.|}}</ref><ref>„ქართლის ცხოვრება“. წიგნი, რომელი მიუწერა პატრიაქმან და ბრანჯთა მეფემან ნინოს, მეფესა და ყოველთა ერთა ქართლისათა. გვ. 143, 144, 145.</ref>
 
===ორმეფობა===