სომხითი (ტერიტორია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მმ*|სომხითი}}
'''სომხითი''' — შუა საუკუნეების [[სამშვილდე|სამშვილდისა]] და [[ხუნანი (მხარე)|ხუნანის]] საერისთავოების (ისტორიული [[გაჩიანი|გაჩიანისა]] და [[გარდაბანი|გარდაბნის]] ტერიტორიები) სახელწოდება.
 
ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XI საუკუნეში, როდესაც საქართველოს კუთვნილ ტერიტორიას - ქვემო ქართლის უდიდეს ნაწილს - თანდათან (IX საუკუნის დასასრული - XI საუკუნის შუა წლები) დაეუფლა სომხეთის სახელმწიფო ([[ანისის სამეფო]]) და სახელწოდება "სომხითი" ამ ტერიტორიაზედაც გავრცელდა. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბაგრატიონი]] (XVIII საუკუნე) საკუთრივ სომხეთისაგან განსხვავებით ამ ტერიტორიას "ქართლის სომხითს" უწოდებს. იგი 2 ნაწილად იყოფოდა: "ქუემო, ქუეყანა სომხითისა", რომელიც გაგის პროვინციას (იგივე ძველი გარდაბანი) მოიცავდა, და (ვარაუდით) "ზემო კერძოი ქუეყანა სომხითისა", რომელიც გაჩიანის პროვინციას მოიცავდა. საზღვარი გადიოდა ქურდვაჭრისხევზე (იგივე მდ. დებედა).